საბრინა კარპენტერმა ალბომ Man’s Best Friend-ის დამატებითი ტრეკი გამოსცა

სიმღერის, სახელწოდებით Such a Funny Way ციფრული ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია.
საბრინა კარპენტერი, 2025 წლის 27 ივნისი, ფოტო: მარკ პიესეკი/WireImage
საბრინა კარპენტერი, 2025 წლის 27 ივნისი, ფოტო: მარკ პიესეკი/WireImage

4 სექტემბერს საბრინა კარპენტერმა განაცხადა, რომ ახალ ალბომს მოჰყვება ციფრული ფორმატის ბონუს ტრეკი, სახელწოდებით „Such a Funny Way“.

პოპვარსკვლავმა სოციალურ ქსელებში გლამურული ფოტო გააზიარა და დაწერა რომ გულშემატკივრებისთვის პატარა სიურპრიზი ჰქონდა.

„Such a Funny Way ის სიმღერაა, რომლითაც ძალიან ვამაყობ, სწორედ ამ ტრეკით წარმომედგინა ალბომ Man’s Best Friend-ის დასრულება, თუმცა არ მინდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს მოლოდინი, ამიტომ უკვე შესაძლებელია მისი ციფრული ჩამოტვირთვა.”

საბრინა კარპენტერის ახალი, დამატებითი სიმღერა Such a Funny Way უკვე ხელმისაწვდომია არტისტის ოფიციალურ ვებგვერდზე,  ალბომ Man’s Best Friend-თან ერთად მისი ჩამოტვირთვა $7.99-ად  არის შესაძლებელი. აქამდე სიმღერა მხოლოდ ვინილის დელუქს ვერსიაში შედიოდა, რომელიც 29 აგვისტოს გამოვიდა.

ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც გრემის ჯილდოს მფლობელმა არტისტმა საბრინა კარპენტერმა Apple Music 1-ზე, ზეინ ლოუსთან ინტერვიუში სიმღერის ინსპირაციაზე ისაუბრა. „ხშირად რთულ გრძნობებთან გასამკლავებლად იუმორს ვიყენებ, თუმცა ვხვდები, რომ ეს ყოველთვის საუკეთესო გზა არ არის. წარსულში ჩემს ურთიერთობებში ბევრ პრობლემას ვაწყდებოდი და მეუბნებოდნენ რომ სერიოზულად მოვქცეულიყავი. მაგრამ სიცილი ზოგჯერ ტკივილს ამსუბუქებს. ეს სიმღერა ალბომის ორიგინალურ ვერსიაში არ არის, თუმცა დელუქს ვერსიას ამ სიტყყვებით ასრულებს: “So funny that I have to laugh just so I don’t cry.”- თქვა საბრინა კარპენტერმა.

Man’s Best Friend არტისტის მეშვიდე სტუდიური ალბომია, რომლის მთავარი სინგლი Manchild Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში შევიდა, მისი წინა ალბომი Short n’ Sweet კი ოთხი კვირა იმყოფებოდა Billboard 200-ის პირველ ადგილას.

ნახეთ საბრინა კარპენტერის განცხადება:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნილ იანგმა სინგლი Big Crime გამოუშვა, რომლის ადრესატი დონალდ ტრამპია

შემდეგი სტატია

Tame Impala / Julian Klincewicz

Tame Impala მეხუთე ალბომს, Deadbeat-ს გამოსცემს, არტისტმა ახალი სინგლი Loser გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი