როგორ აშუქებდა „ბილბორდი” The Grateful Dead-ს 60 წლის განმავლობაში

გადავხედოთ „ბილბორდის” მიერ ყველაზე ხანგრძლივი და უცნაური მუსიკალური მოგზაურობის გაშუქების ქრონოლოგიას.
ბარბარა გიბსონის ილუსტრაცია

ფოლკლორში grateful dead აღნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სულს, რომელსაც პროტაგონისტი სათანადო დაკრძალვით პატივს მიაგებს, შემდეგ კი მისგან დახმარებას იღებს. როკინდუსტრიაში კი ეს არის ბენდის სახელწოდება, რომელიც უკვე ექვსი დეკადაა, ამერიკული კულტურის ნაწილს შეადგენს. აგვისტოში სან-ფრანცისკოში ჯგუფმა 60 წლის იუბილე აღნიშნა თავისი ხანგრძლივი და უცნაური მუსიკალური მოგზაურობისა, რომელსაც „ბილბორდი” დასაწყისიდანვე მიჰყვება. 

1967 წელი

„შეუძლია თუ არა მზარდ პოპ/ჰიპი მოძრაობას სან-ფრანცისკოს მთავარ მუსიკალურ ცენტრად ქცევა?” – იკითხა „ბილბორდმა” 1967 წლის 6 მაისის გამოცემაში. სტატიაში დასახელებულია Jefferson Airplane, Big Brother and the Holding Company და the Grateful Dead, როგორც ნაწილი „ატმოსფეროსი, სადაც ახალი მოვლენები ხდებოდა.” სტატიაში ასევე ნახსენები იყო Topsy’s Topless Band – ქალთა როკკვინტეტი, რომელიც North Beach-ში უკრავდა. 

1971 წელი

„ეს რელიგიური გამოცდილება იყო”, – წერდა მიმომხილველი ბილბორდის 1980 წლის 12 დეკემბრის გამოცემაში და მოწმობდა, რომ 6000 ჩიკაგოელი ფანი ოთხი საათის განმავლობაში უსმენდა და ცეკვავდა Warner Bros.-ის სექსტეტის მუსიკაზე, რომელიც ყველაზე დაუფასებელ ბენდად მიიჩნევა მსოფლიოში. მოგვიანებით, 1971 წლის 4 დეკემბერს, „ბილბორდი” წერდა, რომ Dead-მა, რომლის Truckin’-იც სულ მალე Billboard Hot 100-ის 64-ე პოზიციას დაიკავებდა, „მხოლოდ ახლა დაიწყო მასობრივი აღიარების მოპოვება”. გამოცემა ჯგუფს ქვეყნის საუკეთესო საცეკვაო ბენდს უწოდებს და მის სოლისტ ჯერი გარსიას “გასაოცარი ენთუზიაზმისთვის” აქებს.

1987 წელი

1987 წლისთვის the Dead უკვე ცნობილი იყო თავისი ეპიკური წარმოდგენებითა და ერთგული ფანებით (Deadheads), რომლებიც რაც შეიძლება მეტ კონცერტს ესწრებოდნენ. თუმცა ბენდს არ ჰქონია დიდი ჰიტ სინგლი Touch of Grey-მდე. სიმღერა Hot 100-ის მე-9 ადგილზე გავიდა, ალბომი In the Dark კი Billboard 200-ის მე-6 პოზიციაზე გაიყვანა. როგორც ჯგუფის ლეიბლი 1987 წლის 25 ივლისის გამოცემაში აღნიშნავდა: „სიმღერა ბენდის ჩვეული აუდიტორიის ფარგლებს გასცდა.” 

1995 წელი

„ამ წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ბენდმა 32 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო,” – წერდა „ბილბორდი” 1995 წლის 9 სექტემბრის გამოცემაში, ერთი თვის შემდეგ, რაც გარსია 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარეშე, „ჯგუფის მომავალი ეჭვქვეშ დგას. ბენდმა შემოდგომის ტურნე გააუქმა და მისი გეგმები გაურკვეველია.” თუმცა კონცერტების ვეტერანმა ორგანიზატორმა დენი ზელისკომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც დაინახა. „თუ ისინი დაკვრას არ  განაგრძობენ, ძალიან გამიკვირდება,” – უთხრა მან „ბილბორდს”.

ჯგუფი დღეს

მართლაც, ბენდი სიკვდილმაც ვერ შეაჩერა. 1998 წლისთვის ჯგუფის დარჩენილი წევრები კვლავ გაერთიანდნენ, სახელწოდებით The Other Ones. 2003 წელს კი the Dead გახდნენ. ხოლო 2015 წელს, ჯონ ნეიერის დამატების შემდეგ, Dead & Company შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბენდმა ე.წ. „ფინალური ტურნე” გამართა, 2024 და 2025 წელს ისინი კვლავ წარდგნენ სცენაზე. მათი მოგზაურობა კი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გასულ წელს Dave’s Picks-ის ლაივ სერიების წყალობით ჯგუფმა რეკორდული რაოდენობის ალბომი დააგროვა Billboard 200-ის ტოპ 40-ში, რაც სან-ფრანცისკოს ყოფილი ჯაგ ბენდისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tame Impala / Julian Klincewicz

Tame Impala მეხუთე ალბომს, Deadbeat-ს გამოსცემს, არტისტმა ახალი სინგლი Loser გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: 6 სექტემბერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი