Tame Impala მეხუთე ალბომს, Deadbeat-ს გამოსცემს, არტისტმა ახალი სინგლი Loser გამოაქვეყნა

ავსტრალიელი ფსიქოდელიური პოპ-არტისტი და პროდიუსერი Tame Impala მეხუთე ალბომს, Deadbeat-ს 17 ოქტომბერს გამოსცემს.
Tame Impala / Julian Klincewicz
Tame Impala / Julian Klincewicz

ცნობილი ფსიქოდელიური პოპ მუსიკის შემსრულებელი და პროდიუსერი კევინ პარკერი  17 ოქტომბერს მეხუთე ალბომს, Deadbeat-ს გამოსცემს. ალბომი Sony Music-ის ლეიბლის ქვეშ გამოშვებული მისი პირველი ნამუშევარი იქნება.

Deadbeat-ის მეორე სინგლი, Loser, მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად 3 სექტემბერს გამოვიდა, რომელიც რეჟისორმა  Kristofski-მ გადაიღო. ვიდეოკლიპში სერიალ Stranger Things-ის მსახიობი ჯო კირი  მონაწილეობს, ამ სიმღერის გამოცემა კი აგვისტოში გამოშვებულ ელექტრონულ კომპოზიციას, End of Summer-ს მოჰყვა.

კევინ პარკერმა ახალი ალბომი ძირითადად თავის ქალაქში, ფრემანტლში და სტუდია Wave House-ში შექმნა.

მიუხედავად იმისა რომ ტურნეებზე Tame Impala სრული ბენდის შემადგენლობით გამოდის, მაინც ერთკაციან პროექტად ითვლება. წლების განმავლობაში კევინ პარკერს ისეთი ჯილდოები აქვს მიღებული, როგორებიცაა: ARIA Awards, APRA Awards, Brit Awards, ხოლო 2024 წელს, ჯგუფ Justice-თან კოლაბორაციით გრემი დაიმსახურა.

ალბომი Deadbeat 17 ოქტომბერს გამოვა, რომელიც  2020 წლის The Slow Rush-ის შემდეგ, არტისტის  პირველი სტუდიური ნამუშევარია. ამ უკანასკნელმა კი ავსტრალიის ჩარტში პირველი ადგილი, ხოლო აშშ-ში Billboard 200-ში და  ბრიტანეთის ოფიციალურ ჩარტში მე-3 ადგილი დაიმკვიდრა. 2015 წელს გამოცემული ალბომი Currents  ავსტრალიის ჩარტში N1 ადგილზე გავიდა, აშშ-სა და ბრიტანეთში კი ტოპ ხუთეულში მოხვდა. სწორედ ამ ალბომის წყალობით კევინ პარკერმა საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფისთვის Brit Award მიიღო.

ახალი ალბომის, Deadbeat-ის აღწერაში კი ვკითხულობთ: „ეს არის არტისტის ნამუშევარი, რომელმაც ოსტატობის ახალ დონეს მიაღწია. ალბომი მისი, როგორც ცნობილი პერფექციონისტის ახლებური, სპონტანური მიდგომით არის შექმნილი.”  

ალბომი Deadbeat Tame Impala-ს პირველი პროექტია Sony Music-ის ლეიბლ Columbia Records-თან, წლების განმავლობაში იგი Modular Recordings-სა და Universal Music-თან თანამშრომლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტურნეში არ იმყოფება, Tame Impala დეკემბერში Justice-ის ავსტრალიურ ტურნეში სპეციალურად მოწვეული DJ-ის სტატუსით  წარდგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი, 2025 წლის 27 ივნისი, ფოტო: მარკ პიესეკი/WireImage

საბრინა კარპენტერმა ალბომ Man’s Best Friend-ის დამატებითი ტრეკი გამოსცა

შემდეგი სტატია

როგორ აშუქებდა „ბილბორდი” The Grateful Dead-ს 60 წლის განმავლობაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი