Cardi B-იმ გაამჟღავნა, რომ მეოთხე ბავშვს ელოდება: „ახლა შეგიძლიათ, ჩემი ალბომი იყიდოთ, რათა მე ბავშვის საფენები შევიძინო”

რეპერმა CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის NFL-ის ფეხბურთელ სტეფონ დიგსთან ოჯახის შექმნას.
Cardi B - CBS Mornings-ის ეთერში Courtesy Photos
Cardi B – CBS Mornings-ის ეთერში Courtesy Photos

17 სექტემბერს Cardi B CBS Mornings-ის ეთერს სტუმრობდა, სადაც რეპერმა გაამჟღავნა, რომ ის და მისი პარტნიორი სტეფონ დიგსი შვილს ელოდებიან. Cardi B-იმ  თანაწამყვან გეილ კინგს დაუდასტურა, რომ იგი პატარას თებერვალამდე, ტურნეს Little Miss Drama-ს დაწყებამდე ელოდება.

„დიახ, ორსულად ვარ. შვილს ველოდები ჩემს პარტნიორ სტეფონ დიგსთან ერთად. მოხარული და ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ კარგ გარემოში ვარ. ვგრძნობ ძალას. ვგრძნობ დიდ ენერგიას, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ. მაგრამ ამას ორსულობის პარალელურად ვაკეთებ, მე და ჩემი შეყვარებული კი ერთმანეთს ძალიან ვუჭერთ მხარს ამ ყველაფერში.“ – განაცხადა რეპერმა.

ორსულობის შესახებ სიახლე სწორედ მაშინ გავრცელდა, როცა Cardi B დიდი ხნის ნანატრი მეორე სტუდიური ალბომის, Am I the Drama?-ს გამოცემას გეგმავს, რომელიც 19 სექტემბერს გამოვა. 

რეპერმა ასევე აღნიშნა, რომ ის და მისი პატრნიორი, 31 წლის სტეფონ დიგსი კარიერაში ერთსა და იმავე ეტაპს გადიან: „დიახ, ჩვენ საუკეთესოები ვართ, მაგრამ არასდროს ვართ კმაყოფილები, მუდმივად გვინდა, რომ მეტი შევქმნათ.“ – აღნიშნა Cardi B-იმ. 

წამყვანმა გეინ კინგმა რეპერს ახალ სიმღერაზე Safe ჰკითხა, აგრძნობინებს თუ არა სტეფონ დიგსი თავს ამ სიმღერის შესაბამისად, რაზეც მან უპასუხა:  „თავს ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობ, ფიზიკურადაც, ხომ ხედავთ, როგორი ძლიერია იგი. ის უბრალოდ ძალიან უსაფრთხოდ, თავდაჯერებულად და ძლიერად მაგრძნობინებს თავს,“  – აღნიშნა მომღერალმა და  გაიხსენა, რომ რამდენიმე კვირის წინ პანიკური შეტევაც კი ჰქონდა, როცა ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით ტირილამდე ნერვიულობდა.

„ხალხი ძალიან მკაცრად მექცეოდა. იცით, მათ ხანდახან უყვარხარ, ზოგჯერ კი  გიძულებენ. ხშირად ძალიან ბოროტად საუბრობდნენ ჩემზე და მე ვფიქრობდი, რომ სწორედ ამიტომ არ უნდა გამომეცა მუსიკა, რადგან ეს ჩემი ხელოვნებაა და ეს არის ის, რასაც დიდ სიყვარულსა და დროს ვუთმობ. უბრალოდ, ხანდახან, როდესაც ხალხი ამ ყველაფერს ანადგურებს, ეს უბრალოდ ძალიან გტკენს გულს.”

მაგრამ, რეპერის თქმით, სტეფონ დიგსი მას აძლევს ძალას, რომ ასეთ დროს მთელ სამყაროსაც კი გაუმკლავდეს. 

შემდეგ Cardi B-იმ პირდაპირ მიმართა კრიტიკოსებს და ჭორების გამავრცელებლებს, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში მასზე ხშირად საუბრობდნენ. „გინდათ, იცოდეთ, არა? ახლა იცით. ახლა შეგიძლიათ, იყიდოთ ჩემი ალბომი, რათა ბავშვის საფენების შეძენა შევძლო. წადით და ჩემს ალბომს მხარი დაუჭირეთ, იმიტომ რომ მალე მე ოთხი შვილის დედა გავხდები.” – თქვა Cardi B-იმ.

რეპერმა განმარტა, რომ ორსულობის გამჟღავნება მაშინ სურდა, როცა თავად იქნებოდა მზად. მან ახსნა, რომ არაფერს მალავდა, უბრალოდ რამდენიმე შეთანხმება უნდა დაესრულებინა. მანვე დასძინა, რომ მომავალი დედები უმეტესად ულტრასონოგრაფიული კვლევის შედეგს ელოდებიან, რათა ბავშვის ჯანმრთელობაში დარწმუნდნენ და შემდეგ გაასაჯაროონ ინფორმაცია ორსულობის შესახებ. 

სინამდვილეში კი ინტერვიუს ჩაწერის დროს ეს ამბავი მშობლებისთვისაც კი არ გაუმხელია და ხუმრობით ისიც კი დაამატა, რომ მათი ეშინია, თუმცა ბედნიერია, რადგან მშობლებს მისი პარტინიორი ძალიან მოსწონთ. 

კვირის განმავლობაში Cardi B ახალ სარეკლამო კამპანიაშია ჩართული: 16 სექტემბერს მან ჯიმი ფელონს „Tonight Show“-ს მონოლოგი შეაწყვეტინა და ალბომის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, იმავე დღეს კი TODAY With Jenna & Friends-ში 30 დღიანი ტურნე Little Miss Drama დააანონსა,  რომელიც 11 თებერვალს უნდა დაიწყოს. რეპერის თქმით იგი ბავშვს ტურნეს დაწყებამდე ელოდება. 

„ბავშვის გაჩენისთანავე ტურნეს რეპეტიციები დაიწყება,  მე არ მოვდივარ სუსტი ქალების ოჯახიდან.“ – აღნიშნა  Cardi B-იმ.

ალბომი Am I the Drama? რვა მოწვეულ არტისტს მოიცავს: Cash Cobain, ჯენეტ ჯექსონი, Kehlani, Lizzo, Megan Thee Stallion, სელენა გომესი, Summer Walker და Tyla. ამ დრომდე Cardi B-იმ ალბომიდან ორი სინგლი გამოუშვა, Outside და Imaginary Playerz რომელიც  Hot 100-ში და ტოპ 10 ჰიტშია შესული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kordz-მა  გამოუშვა პირველი კასეტა, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს მოიცავს

შემდეგი სტატია

სერხიო რამოსი მუსიკალურ კარიერას იწყებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი