მადონას თქმით, ხელოვნურ კომაში ყოფნისას მან გარდაცვლილი დედა ნახა

მომღერალმა ასევე გაამხილა, თუ როგორ შთააგონა ამ გამოცდილებამ ძმასთან ურთიერთობის მოგვარება.
მადონა
Kevin Mazur/WireImage

მადონამ იმ სულიერი გამოცდილების დეტალები გააზიარა, რომელიც ხელოვნურ კომაში ყოფნის დროს მიიღო, როცა მომღერალი მძიმე ბაქტერიულ ინფექციას ებრძოდა.  

ორი წლის შემდეგ, რაც კომაში ოთხი დღე გაატარა, პოპვარსკვლავმა ჯეი შეტის პოდკასტში გაამხილა, რომ უგონოდ ყოფნის დროს მან გარდაცვლილი დედა ნახა. „თითქმის სამყაროს მეორე მხარეს ვიყავი და ცნობიერი მომენტი მქონდა,” – იხსენებს მომღერალი. „დედაჩემი გამომეცხადა და მკითხა: ‘გინდა ჩემთან წამოსვლა?’”

„მე უარი ვუთხარი. ჩემი ასისტენტი ამ დროს ოთახში ჩემთან ერთად იყო. მე უგონოდ ვიყავი, მაგრამ მან გაიგო, როცა ვთქვი ‘არა’. და როცა საბოლოოდ გავიღვიძე, გავაანალიზე, რომ ეს ‘არა’ მე მჭირდებოდა პატიებისთვის და იმ ადამიანებთან მორიგებისთვის, რომელთა მიმართაც ჯერ კიდევ ბრაზს განვიცდიდი.”

ერთ-ერთი ასეთ ადამიანი, მომღერლის თქმით, უმცროსი ძმა კრისტოფერ ჩიკონე იყო, რომელიც ოქტომბერში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მადონა ცნობილი გახდა, და-ძმის ურთიერთობა წლების განმავლობაში დაძაბული იყო. კრისტოფერი დას ინტერვიუს დროს მისი სექსუალური ორიენტაციის გამხელაში ადანაშაულებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მადონამ დაწერა: „გარკვეული პერიოდი ჩვენ ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ როცა ჩემი ძმა ავად გახდა, ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთთან დასაბრუნებელი გზა.”

მადონამ ასევე აღნიშნა, რომ დედის გამოცხადებამ – რომელიც მან 5 წლის ასაკში დაკარგა – მას კრისტოფერთან ურთიერთობის მოგვარება შთააგონა. „ის ავად იყო, ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა იმის სათქმელად, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მე კი ვფიქრობდი: ‘ჩემს მტერს უნდა დავეხმარო?’ ასე ვგრძნობდი თავს. მაგრამ მე ეს გავაკეთე… და იმხელა ტვირთი მომეხსნა ზურგიდან. ტვირთი, რომელიც საბოლოოდ ჩამოვიშორე და შევძელი, ჩემს ძმასთან ერთად ერთ ოთახში ვყოფილიყავი და მისი ხელი მჭეროდა – მაშინაც კი, როცა კვდებოდა – და მეთქვა: ‘მიყვარხარ და გპატიობ’.”

მადონამ გასულ წელს დაასრულა Celebration Tour, მას შემდეგ, რაც მანამდე, აღნიშნული ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ტურნეს გადადება მოუწია. მომღერალი ღიად საუბრობს, თუ რამდენად რთული იყო რეაბილიტაციის პროცესი. ტურნეს ერთ-ერთ კონცერტზე მან ფანებს უთხრა, რომ ისიც კი არ იცოდა, შეძლებდა თუ არა კვლავ სიარულს.

„ეს ძალიან შემაშინებელი იყო. ცხადია, ოთხი დღის განმავლობაში არაფერი ვიცოდი, რადგან ხელოვნურ კომაში ვიყავი, მაგრამ როცა გავიღვიძე, პირველი სიტყვა, რაც ვთქვი, იყო ‘არა’, – ამბობდა მაშინ მომღერალი. „დარწმუნებული ვარ, ღმერთი მეკითხებოდა: ‘გინდა ჩვენთან წამოსვლა?’ და მე ვუთხარი ‘არა’.”

ნახეთ მადონას ინტერვიუ ჯეი შეტის პოდკასტში: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინების დადებით მხარეზე ისაუბრა: „ახლა სრულიად სხვა ადამიანი ვარ“

შემდეგი სტატია

Billboard Pop Shop Podcast: როგორ იქცა Bad Bunny მოწვეული შემსრულებლიდან Super Bowl-ის მუსიკალური შოუს სცენის მთავარ ვარსკვლავად

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი