Billboard Pop Shop Podcast: როგორ იქცა Bad Bunny მოწვეული შემსრულებლიდან Super Bowl-ის მუსიკალური შოუს სცენის მთავარ ვარსკვლავად

Billboard Pop Shop Podcast-ში წამყვანებმა – ქეითმა და კითმა Bad Bunny-ს, როგორც გლობალური სუპერვარსკვლავის სტატუსზე ისაუბრეს.
Bad Bunny 2020 წლის Super Bowl-ის მუსიკალურ შოუზე. 2020 წლის 2 თებერვალი, მაიამი.
KEVIN MAZUR/WIREIMAGE

როცა Bad Bunny 2020 წელს Super Bowl-ის მუსიკალური შოუს სცენაზე გამოვიდა, ის მთავარი შემსრულებლების – ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას მოწვეული სტუმარი იყო. Super Bowl-ის შემდეგი წლისთვის კი სცენა უკვე სრულად მას ეკუთვნის.

კვირის ბოლოს Bad Bunny 2026 წლის Super Bowl-ის მუსკალური შოუს მთავარ შემსრულებლად ოფიციალურად დასახელდა. Billboard Pop Shop Podcast-ში წამყვანებმა – ქეითმა და კითმა Bad Bunny-ს, როგორც გლობალური სუპერვარსკვლავის სტატუსზე ისაუბრეს. ის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია მსოფლიოში. Billboard Pop Shop Podcast-ში განიხილეს მიზეზები, თუ რატომ არის იგი იდეალური უდიდესი სატელევიზიო მოვლენის სცენისათვის. წამყვანები ასევე შეეხნენ ჭორებს, თითქოს შოუს მთავარი შემსრულებელი ტეილორ სვიფტი უნდა ყოფილიყო. 

მოუსმინეთ პოდკასტს:

პოდკასტში ასევე მოისმენთ სიახლეებს ჩარტების შესახებ – როგორ იწყებს Cardi B-ის ალბომი, სახელწოდებით Am I the Drama პიზიციონორებას Billboard 200-ის ალბომების ჩარტში; როგორ მოიპოვა Nine Inch Nails-მა ბოლო ათწლეულში ბენდის ყველაზე მაღალი სარეიტინგო ადგილი ჩარტში და სხვა აქტუალურ მუსიკალურ სიახლეებს. 

Billboard Pop Shop Podcast არის ერთიანი სივრცე ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება. აქ მსმენელი ხვდება საინტერესო დისკუსიებს პოპ-მუსიკის ყველაზე აქტუალური ამბების, ჩარტების სტატისტიკის, ახალი მუსიკისა და ვარსკვლავების ინტერვიუების შესახებ. პოდკასტის წამყვანები არიან Billboard-ის აღმასრულებელი ციფრული დირექტორი ქეითი ეტკინსონი და Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების მმართველი დირექტორი კითი კოულფილდი. 

პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ Billboard.com-ზე, Apple Podcasts-ში, Spotify-ზე, ან თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადონას თქმით, ხელოვნურ კომაში ყოფნისას მან გარდაცვლილი დედა ნახა

შემდეგი სტატია

კიტ ურბანი და ნიკოლ კიდმანი 2023 წლის Met Gala-ზე. / Matt Winkelmeyer/MG23/Getty Images

კიტ ურბანმა ბოლო კონცერტზე  ნიკოლ კიდმანის შთაგონებით შექმნილი სიმღერის, The Fighter-ის ტექსტი შეცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი