Tatuza Jazz Club-ის სცენას რობ კლირფილდის კვარტეტის შემდეგ ნოდარიკო ხუციშვილის კვინტეტი პირველად დაიკავებს

5 დეკემბერს Tatuza Jazz Club-ში ჯაზის ენერგიული და სასიამოვნო საღამო გელით.

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 5 დეკემბერს, რობ კლირფილდის კვარტეტის გამოსვლის შემდეგ, ნოდარიკო ხუციშვილის კვინტეტი  განსაკუთრებული პროგრამით წარდგება. Tatuza Jazz Club-ის სცენაზე ამ საღამოს ნოდარიკო ხუციშვილის კვინტეტის დებიუტი შედგება, რომლის შემადგენლობაში არიან: ნოდარიკო ხუციშვილი – ვოკალი, ლუკა თოფურია – ფორტეპიანო, ლუკა ქითიაშვილი – გიტარა, ხატია ქორიძე – ბასი და სოსო ცაგარეიშვილი – დრამი.

„ასეთ კლუბებში დაკვრა ყოველთვის ძალიან საინტერესოა და რაღაც სხვა, ჯადოსნური ფონი აქვს. დიდ ლაივებს კიდევ სხვანაირი ელფერი აქვს, მაგრამ ასეთ პატარა სივრცეში უფრო განსხვავებულად ჰყვები ამბავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,  ვისთან ერთად ჰყვები ამ ამბავს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მაგარი მეგობრები და მუსიკოსები მეყოლება გვერდში, როგორიც არის ხატია ქორიძე, ლუკა თოფურია, ლუკა  ქითიაშვილი,   სოსო ცაგარეიშვილი.” – აღნიშნავს ნოდარიკო ხუციშვილი Tatuza Jazz Club-ის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ამავე საღამოს ნოდარიკო ხუციშვილის კვინტეტის გამოსვლამდე სცენას  Tatuza Juzz Club-ის რეზიდენტი ბენდი – რობ კლირფილდის კვარტეტი დაიკავებს. ჩიკაგოს ჯაზსცენის გამორჩეული პიანისტი რობ კლირფილდი თანამედროვე ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტების ნაზავით ინოვაციურ ჟღერადობას ქმნის. იგი ცნობილია მაკაია მაკკრეივენთან თანამშრომლობით, რომელიც ცნობილი ჯაზ დრამერია. ისინი ერთად ქმნიან მუსიკას, რომელიც ჯაზსა და თანამედროვე მუსიკას აერთიანებს.

Tatuza Jazz Club-ში 5 დეკემბრის საღამოზე დასასწრები ბილეთების შეძენა Tkt.ge-ზეა შესაძლებელი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kordz-მა თამრიკო კორძაიასთან ერთად ჩაწერილი ალბომიდან პირველი ტრეკი გააზიარა

შემდეგი სტატია

BBC Radio 1-მა Sound of 2026-ის ნომინანტთა ე.წ. გრძელი სია გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Natia Todua & Band Live at 1984

ნათია თოდუას გამორჩეული მუსიკალური საღამო თბილისში – ბერლინიდან ჩამოსული ბენდი და ახალი ენერგია Jazz Club 1984-ის სცენაზე

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუსიკალური გამოცდილება ქართველ მსმენელს გავუზიარო.“
მეტი

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 13-14 იანვარს ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი მსოფლიო დონის მუსიკოსები დაუკრავენ: Blaque Dynamite, Joe Cleveland და ლუკა თოფურია.
მეტი

29 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი მიქაძის ჯაზტრიოს კონცერტი გაიმართება

ქართველი პიანისტი წარადგენს საავტორო პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“ – Georgian Songbook Vol.1.
მეტი