ლეილა კობო და ჯეისონ ლიპშუცი „ბილბორდის” სარედაქციო გუნდს უხელმძღვანელებენ

ჯეისონ ლიპშუცი და ლეილა კობო
Courtesy of Jenny Regan and José “Chepe” De Villegas

2026 წლის 20 იანვარი, ნიუ-იორკი – „ბილბორდი” სიამაყით აცხადებს ორი გამოცდილი ხელმძღვანელის დაწინაურებას, რომლებიც სარედაქციო გუნდს ჩაუდგებიან სათავეში. ლეილა კობო და ჯეისონ ლიპშუცი კონტენტის მთავარ ხელმძღვანელებად დაინიშნენ. მანამდე ისინი ლათინური „ბილბორდის” კონტენტ ხელმძღვანელისა და მუსიკის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს ასრულებდნენ. 

კობო და ლიპშუცი ერთობლივად გაუწევენ ზედამხედველობას „ბილბორდის” სარედაქციო კონტენტსა და ნიუსრუმის ოპერაციებს, ასევე ბრენდის სავიზიტო პროექტებს: Women in Music, Latin Music Week, The Stage at SXSW და სხვ. ამასთანავე, კობო განაგრძობს ლათინური მუსიკის გაშუქებას და თავის კომპეტენციას ქანთრი მუსიკასაც შემატებს. ლიპშუცის მიმართულებად კი კვლავ დარჩება პოპმუსიკა, რასთან ერთადაც როკს, ჰიპ-ჰოპსა და საცეკვაო მუსიკასაც შეითავსებს. ორივე მათგანი პირდაპირ დაექვემდებარება „ბილბორდის” აღმასრულებელ დირექტორს, მაიკ ვენს. 

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ორგანიზაციაში ორი დამსახურებული ტალანტი დავაფასეთ,” – ამბობს ჯეი პენსკი, Penske Media Corporation-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. „ლეილა დღეს ლათინური ამერიკის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ხმა და ლიდერია. მან ამ ჟანრს უპრეცედენტო ცნობადობა შესძინა და შექმნა გლობალურად აღიარებული პროექტები, რომლებიც ამ მუსიკას მიაგებენ პატივს. ანალოგიურად, ჯეისონიც თანამედროვე პოპმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ხმაა, რომელიც მთელ შემოქმედებითობასა და მონდომებას დებს საკუთარ საქმიანობაში. მოუთმენლად ველი, ვნახო, თუ როგორ გაუძღვებიან ლეილა და ჯეისონი „ბილბორდის” სარედაქციო კონტენტს და სამომავლოდ განავითარებენ მას.”

„დიდი სიხარულით ვმასპინძლობთ ასეთ გამორჩეულ ლიდერებს ჩვენს ორგანიზაციაში,” – ამბობს მაიკ ვენი, „ბილბორდის” აღმასრულებელი დირექტორი. „ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ლეილამ შექმნა სრულყოფილებისადმი ერთგულების, მყარი ურთიერთობებისა და მუსიკის სიყვარულის მეშვეობით, უპრეცედენტოა. ამასთან ერთად, საოცარია იმის ნახვა, თუ როგორ გაიზარდა წლების განმავლობაში ჯეისონი „ბილბორდთან” ერთად და იქცა ორგანიზაციის ასეთ დაფასებულ და ერთგულ ლიდერად. შეუდარებელი პროფესიონალიზმით, ხედვით დაბალანსებული ენთუზიაზმითა და ბიზნესგამჭრიახობით, ლეილა და ჯეისონი ერთად „ბილბორდის” მსოფლიო დონის სარედაქციო კონენტსა და ღონისძიებებს კიდევ უფრო თამამი და გასაოცარი მომავლისკენ მიმართავენ.”

„ჩემთვის პატივია, სათავეში ჩავუდგე „ბილბორდის” კონტენტს – მსოფლიოს ყველაზე დაფასებულ და პროგრესულ მუსიკალურ მედიას,” – აღნიშნა კობომ. „პრივილეგიაა ისიც, რომ ამას ჯეისონთან ერთად გავაკეთებ, რომელიც მუსიკალური ცოდნის აბსოლუტური ენციკლოპედიაა. მადლობელი ვარ ჯეი პენსკისა და მაიკ ვენის ჩემს შესაძლებლობებში მათი ურყევი რწმენისა და ამ შანსისთვის. მოუთმენლად ველი მრავალფეროვანი ხმებისა და ჟანრების კიდევ უფრო განვითარებას, „ბილბორდის” ამბის თხრობის გაფართოებასა და გლობალური მუსიკალური სურათის გაბრწყინებას.”

„ბედნიერი ვარ, რომ ასეთ არაჩვეულებრივ გუნდს გავუძღვები ჩემს მეგობარ და კოლეგა ლეილა კობოსთან ერთად და PMC-ის მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის,” – აღნიშნა ლიპშუცმა. „როგორც ადამიანს, რომელმაც „ბილბორდის” სარედაქციო გუნდში ყველა საფეხური გაიარა, კარგად მესმის ამ ბრენდის გულისცემა, ვაფასებ ჩვენი გუნდის ნიჭს და ვხედავ პოტენციალს, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია მომავალ წლებში.”

ლეილა კობო ლათინური მუსიკის ერთ-ერთ წამყვან ავტორიტეტადაა აღიარებული. ის არის პირველი ჟურნალისტი აშშ-დან, რომელმაც ეს ჟანრი ყოველდღიური და ფართო მასშტაბით გააშუქა. „ბილბორდში” მოსვლის შემდეგ კობომ შეცვალა ლათინური მუსიკის გაშუქების ტენდენცია აშშ-ში. ის ხელმძღვანელობდა „ბილბორდის” ლათნური მუსიკის კვირეულს – ყველაზე დიდ თავშეყრას ლათინური მუსიკის ინდუსტრიაში. კოლუმბიაში დაბადებული და გაზრდილი კობო არის ფულბრაიტის სტიპენდიანტი. მას დამთავრებული აქვს მანჰეტენის მუსიკის სკოლა კლასიკური ფორტეპიანოს განხრით და ფლობს კომუნიკაციების მაგისტრის ხარისხს. 

ჯეისონ ლიპშუცს კი, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია, თანამედროვე მუსიკალური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, გაშუქებული ჰყავს ისეთი საკულტო არტისტები, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, U2, ლორდი. ამავდროულად კი ხელმძღვანელობდა „ბილბორდის” სარედაქციო სტრატეგიას პოპისა და როკმუსიკის მიმართულებით. 2024 წელს გამოქვეყნდა მისი წიგნი It Starts With One: The Legend and Legacy of Linkin Park.

„ბილბორდის” შესახებ:

„ბილბორდი” მუსიკალური წარმატების საზომია. საკულტო ჩარტებით, ექსკლუზიური ახალი ამბებით, მრავალპლატფორმიანი ამბის თხრობითა და მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებით, გამოცემა თვალყურს ადევნებს მსოფლიოს ტოპ მუსიკოსებსა და იმ ბიზნესს, რომელიც მათ საქმიანობას ამოძრავებს. დაარსების შემდეგ, 1894-წლიდან, მუსიკის ლიდერები და ფანები მთელი მსოფლიოდან სწორედ „ბილბორდს” აღიარებენ, როგორც მუსიკალური ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროს. დღეს ის ათზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

„ბილბორდის” მუსიკალური დაჯილდოება და „ბილბორდის” ლათინური მუსიკის დაჯილდოება ერთადერთი ცერემონიებია, რომლებიც მუსიკოსებს „ბილბორდის” ჩარტებზე დაფუძნებული უდავო მიღწევებისთვის აჯილდოებს,  იყენებს სუფთა მონაცემებს და არ ეყრდნობა გაუმჭვირვალე ხმის მიცემასა და ანონიმურ ამომრჩეველს. „ბილბორდის” სხვა პრემიუმ პროექტებს შორისაა Billboard Power 100, Billboard Women in Music, Billboard Latin Music Week და Billboard Live – პლატფორმები, ყველაზე გავლენიან არტისტებსა და ინდუსტრიის ლიდერებს  მსოფლიოს ყველა კუთხიდან გულშემატკივრებთან აკავშირებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანის თქმით, ნორს უესტის გაჩენისას, კანიე უესტმა სამშობიარო ოთახში Queen-ის Bohemian Rhapsody ჩართო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი