კიმ კარდაშიანის თქმით, ნორს უესტის გაჩენისას, კანიე უესტმა სამშობიარო ოთახში Queen-ის Bohemian Rhapsody ჩართო

„კანიემ ზუსტად იმ მომენტში ჩართო ეს სიმღერა, როცა ნორსი დაიბადა,” – გაიხსენა კიმ კარდაშიანმა.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი. 2018 წლის 19 დეკემბერი.
RICH FURY/FORUM PHOTOS VIA GETTY IMAGES

კიმ კარდაშიანმა გაიხსენა, რომ 2013 წლის ივნისში, როცა პირველ შვილს, ნორს ვესტს აჩენდა, კანიე უესტი სამშობიარო ოთახში DJ-ის ფუნქციას ითავსებდა. ამის შესახებ კიმმა თავისი დის, ქლოი კარდაშიანის პოდკასტში – Khloé in Wonder Land-ში ისაუბრა. მან გაიხსენა, რომ მშობიარობის დროს უესტი დიჯეის სეტს უკრავდა და ნორსის დაბადების მომენტში Queen-ის ლეგენდარული სიმღერა – Bohemian Rhapsody ჩართო.

„მან თავიდანვე იცოდა, რა უნდოდა,“ – თქვა კიმმა. „დაბადების მომენტში Bohemian Rhapsody-ს გაჟღერება. ამაზე მე და კორტნი სულ ვლაპარაკობთ. კანიემ ზუსტად იმ მომენტში ჩართო ეს სიმღერა, როცა ნორსი დაიბადა. ეს ხომ ზუსტად მისი სტილია, არა? მე და კორტნის სიცილისგან ცრემლები მოგვდის ხოლმე, როცა ამ მომენტს ვიხსენებთ და ვხვდებით, რამდენად ნორსის ხასიათშია ეს ყველაფერი. ძალიან უცნაური ფაქტია. როცა ამ სიმღერას ვუსმენ, ემოციურად ძალიან მოქმედებს.“

Queen-ის Bohemian Rhapsody 1975 წელს გამოვიდა და Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. ჰიტი აშშ-ში RIAA-ს მიერ ე.წ. ბრილიანტის  სტატუსით არის სერტიფიცირებული.

ნორსი აქტიურად ავითარებს საკუთარ შემოქმედებით უნარებს, როგორც არტისტ-პროდიუსერი. ინტერვიუს მეორე ნაწილში ქლოიმ აღნიშნა, რომ Ye-სა და კიმის ურთიერთობა ნორსის მუსიკალური ინტერესების წყალობით გაუმჯობესდა.

„მე ძალიან ემპათიური ადამიანი ვარ,“ – თქვა კიმმა. „საბოლოოდ, ჩვენ ყოველთვის ოჯახი ვიქნებით. ყოველთვის ასე ვუყურებ ამ ყველაფერს, რაც არ უნდა ხდებოდეს.“

კიმ კარდაშიანის თქმით, მუსიკის პროდიუსინგი ნორსის და მისი მამის დამაკავშირებელი თემაა. „ჩვენ მაინც გვიწევს კომუნიკაცია, თუ როგორ უნდა დავიცვათ მისი ინტერესები,” – აღნიშნა კიმ კარდაშიანმა.

Ye-მ და კიმმა ოფიციალურად 2014 წელს, ნორსის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. კიმმა განქორწინების განაცხადი 2021 წელს შეიტანა, პროცესი კი 2022 წლის ნოემბერში დასრულდა. ყოფილ წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: ნორსი, სეინტი, ჩიკაგო და ფსალმი.

ნახეთ სრული ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეილა კობო და ჯეისონ ლიპშუცი „ბილბორდის” სარედაქციო გუნდს უხელმძღვანელებენ

შემდეგი სტატია

რეჟისორი რაიან კუგლერი Sinners-ის ევროპულ პრემიერაზე Cineworld Leicester Square-ში, 2025 წლის 14 აპრილი, ლონდონი, ჯეფ სპაისერი/Getty Images Warner Bros. Pictures-ისთვის

Sinners-მა ოსკარის რეკორდული – 16 ნომინაცია მიიღო, ნახეთ 2026 წლის ნომინანტთა სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი