Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
Peggy Gou Courtesy of Atlantic Records
Peggy Gou
Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოს სანაპიროზე კიდევ ერთ ახალ საცეკვაო მუსიკალურ კონცეფციას იწყებს. კომპანიამ მომავალი  “seasonal club experience / სეზონური საკლუბო გამოცდილება Club Darc-ის სახელწოდებით დააანონსა.

ღონისძიება შერჩეულ უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისის ჩათვლით, 48-ე სანაპირო სივრცეში გაიმართება, რომელიც Oracle Park-ის მახლობლად მდებარეობს. ეს შოუები პირველი ელექტრონული მუსიკალური ღონისძიებებია, რომლებიც 48-ზე  სანაპიროზე გაიმართება.

Club Darc-ის პირველი ოთხი ლაინაფი ჰაუსისა და ტექნო არტისტების ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს, მათ შორის არიან: Chris Stussy, Peggy Gou, Michael Bibi, Mau P, The Martinez Brothers, Armand Van Helden, DJ Tennis (რომელიც b2b სეტს DJ Seinfeld-თან ერთად შეასრულებს), Neil Frances (დიჯეი სეტით), Ben Stirling, Silva Bumpa და Miguelle & Tons. თითოეული საღამოს პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ოთხი არტისტი.

Club Darc-ის შოუებზე ბილეთების გაყიდვა 28 იანვარს დაიწყება.

Goldenvoice, რომელიც ასევე Coachella-ს ორგანიზატორია, 2022 წლიდან განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სან-ფრანცისკოს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 80-ე სანაპიროზე (Pier 80) ფესტივალი Portola დააფუძნა.  ახალი წლის ღამეს Goldenvoice-მა Pier 80-ის სივრცეში ასევე გამართა დამოუკიდებელი შოუები Skrillex-ის და Four Tet-ის, John Summit-ისა და Swedish House Mafia-ს მონაწილეობით.

„ძალიან გვიხარია, რომ Bay Area-ში კიდევ ერთ ახალ საცეკვაო მუსიკალურ გამოცდილებას ვქმნით Club Darc-ის სახით, 48-ე სანაპიროს ე.წ. Shed A შესანიშნავი სივრცეა ამ მიმართულებების ჩამოყალიბებისთვის, ამ ადგილს ჩვენ იდეალურ საკლუბო გარემოდ ვაქცევთ. SF Giants-ის პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მიზანია, სან-ფრანცისკო კიდევ უფრო გავაძლიეროთ, როგორც ელექტრონული მუსიკის გლობალური ჰაბი. პირველი სეზონისთვის შესანიშნავი ლაინაფი გვაქვს და ეს ნამდვილად დიდი ზეიმი იქნება.“ – თქვა დენი ბელმა Bell, Club Darc-ის დამფუძნებელმა.

„უზომოდ ვამაყობთ, რომ Pier 48-ის Shed A სან-ფრანცისკოს სანაპიროზე ნამდვილ მუსიკალურ დანიშნულებად ყალიბდება, Club Darc ისტორიული Pier 48-ის გააქტიურების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, ეს იქნება ახალი, ენერგიული და მრავალფეროვანი პროგრამებით დატვირთული სივრცე.” –  დასძინა სარა გრაუფმა, San Francisco Giants-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Moby Lindsay Hicks

Moby ხალხს მოუწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს“.

შემდეგი სტატია

Ye ანტისემიტური განცხადებების გამო ბოდიშს იხდის და საკუთარ ქცევას ტვინის დაზიანებას უკავშირებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი