Bad Bunny სან-პაულუში გამართულ კონცერტზე პელეს 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ქურთუკით გამოჩნდა და მის პატივსაცემად სიმღერის ტექსტი შეცვალა

ნაცვლად ფრაზისა – „ეს ჰგავს გოლის გატანას მესისა და მარადონას შემდეგ“, მან იმღერა – „ეს ჰგავს გოლის გატანას პელესა და მარადონას შემდეგ“.
Bad Bunny
CHEERY VIRUET

Bad Bunny აგრძელებს მსოფლიო ტურნეს, სახელწოდებით – Debí Tirar Más Fotos, რომლის ფარგლებშიც ცოტა ხნის წინ ბრაზილიას ეწვია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არტისტმა ამ ქვეყანაში კონცერტი გამართა.

მომღერალმა კონცერტები 20 და 21 თებერვალს, სან-პაულუში, Allianz Parque-ში ჩაატარა. ბოლო შოუზე პუერტო-რიკოელმა არტისტმა ფანები გააოცა – ის სცენაზე გამოჩნდა ქურთუკით, რომელიც ლეგენდარულ ფეხბურთელს, პელეს, 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ეცვა.

„ეს არის ბრაზილიის დიდი დღესასწაული და აღნიშვნას იმსახურებს ბენიტოს მხრიდან იმის გააზრება, ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია პელე – შავკანიანი ბრაზილიელი, ლათინოამერიკელი კაცი,“ – განუცხადა Associated Press-ს მაისურების კოლექციონერმა კასიო ბრანდაომ. 

ბრანდაომ, რომელიც 7 000-ზე მეტ ისტორიულ საფეხბურთო ნივთსა და მაისურს ფლობს (აქედან 115 უშუალოდ პელეს ეკუთვნოდა), ასევე აღნიშნა, რომ Bad Bunny ნივთს „ძალიან მოუფრთხილდა“ და ის „იდეალურ მდგომარეობაში, იმავე ჩემოდნით დაუბრუნდათ“.

გარდა ამისა, AP იუწყება, რომ არტისტმა სიმღერაში „Monaco“ ტექსტი პელეს პატივისცემის ნიშნად შეცვალა: ნაცვლად ფრაზისა „ეს ჰგავს გოლის გატანას მესისა და მარადონას შემდეგ“, მან იმღერა „ეს ჰგავს გოლის გატანას პელესა და მარადონას შემდეგ“.

მოგვიანებით, პელეს ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა Bad Bunny-ს ამ ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა: „Bad Bunny-მ დაამტკიცა, რომ ფეხბურთი თავად არის მუსიკა და სიხარული. ბრაზილიაში გამართულ ორ კონცერტზე მან პატივი მიაგო ჩვენს მარადიულ მეფეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს – პატივისცემაზე, მემკვიდრეობის დაფასებაზე და იმაზე, თუ როგორ სცდება ფეხბურთი საზღვრებს, ენებსა და თაობებს. მადლობა პატივისცემისთვის, ბენიტო. მუსიკა აკავშირებს ადამიანებს, ისევე, როგორც ფეხბურთი.“

იმავე საღამოს, Bad Bunny-მ სცენაზე პაუზით პატივი მიაგო სალსას ვარკსვლავის, ვილი კოლონის ხსოვნას, რომელიც 21 თებერვალს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. „დღეს გარდაიცვალა ერთ-ერთი ლეგენდა, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ ლამაზ და ლეგენდარულ ჟანრში,“ – მიმართა Bad Bunny-მ აუდიტორიას. 

ტურნე Debí Tirar Más Fotos 28 თებერვალსა და 1 მარტს სიდნეიში გაგრძელდება, 7 მარტს კი ტოკიოში გადაინაცვლებს. ეს ავსტრალიასა და იაპონიაში მომღერლის პირველი გამოსვლა იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ ბოუიმ ვარსკვლავურ პიკს 1983 წელს მიაღწია – რატომ არ მიიჩნევა ეს ეტაპი მის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ პერიოდად?

შემდეგი სტატია

ელმინი სადებიუტო ალბომს გამოსცემს: „დი’ანჯელო ყოველთვის ის სტანდარტია, რომლის მიღწევასაც ვცდილობ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსი

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ნახეთ ბრუნო მარსის,  BLACKPINK-ის, RAYE-ს და სხვა არტისტების ახალი ნამუშევრები

გაეცანით ქართულ და უცხოურ კვირის ყველაზე მნიშნველოვან მუსიკალურ რელიზებს.
მეტი

დევიდ ბოუიმ ვარსკვლავურ პიკს 1983 წელს მიაღწია – რატომ არ მიიჩნევა ეს ეტაპი მის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ პერიოდად?

Vintage Pop Stardom-ის ახალი ეპიზოდი მიმოიხილავს ბოუის, როგორც ჩარტების ლიდერი სუპერვარსკვლავის კარიერულ ზენიტს და იმას, თუ რატომ ვერ გაგრძელდა ეს ეტაპი როგორც რეალურ დროში, ისე კულტურულ მეხსიერებაში.
მეტი

INXS-ის წევრი ენდრიუ ფარისი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ ჯგუფის პირველ ნომინაციას ეხმაურება 

INXS იმ 10 არტისტს შორისაა, რომლებიც წელს პირველად მოხვდნენ დიდების დარბაზის ნომინანტთა სიაში.
მეტი

ჰარი სტაილსმა გაამხილა, რომ გაცნობის აპლიკაციას იყენებს – თუმცა განსხვავებული მიზნით

სტაილსმა ასევე ისაუბრა Rosalía-ს ალბომზე – Lux. და მას „შესანიშნავი” და „გენიალური” უწოდა.
მეტი
უიტნი ჰიუსტონი The Bodyguard, 1992 FOTOS INTERNATIONAL/GETTY IMAGES

უიტნი ჰიუსტონის კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო, The Bodyguard-ის საუნდტრეკი, YouTube-ზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

I Will Always Love You-ს შემდეგ, I Have Nothing მომღერლის მორიგი ჰიტია, რომელმაც ამ პლატფორმაზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა.
მეტი