BTS-ის SUGA-მ სასცენო სახელის ნამდვილი ისტორია გაამხილა, რომელიც აქამდე მისმა თანაგუნდელებმაც კი არ იცოდნენ

არტისტის თქმით, თავიდან ეს სახელი კალათბურთით იყო შთაგონებული, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ რეალური ისტორიიის მოყოლა „ძალიან დამღლელი იყო“.

ARMY-ს გულშემატკივრები შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ BTS-ის შესახებ მათთვის ყველა დეტალი ცნობილი იყო, თუმცა SUGA-მ აქამდე უცნობი ფაქტები გაამხილა, რაც მისი ბენდის წევრებისთვისაც სიახლე აღმოჩნდა.  Wired-ის search-engine autocomplete სერიის უახლეს ეპიზოდში ჯგუფის წევრებმა ბენდის და საკუთარი თავის შესახებ ისაუბრეს. როდესაც SUGA-ს (მინ იუნგი) ჯერი დადგა, არტისტს მიეცა შესაძლებლობა, სასცენო სახელის შესახებ რეალური ისტორია მოეყოლა.

„SUGA-ს სახელის მნიშვნელობა…” – წაიკითხა მან ერთ-ერთი კითხვა ბარათიდან და თქვა, „ახლა უკვე შემიძლია ამის ახსნა.“ მომღერალმა განმარტა, რომ ფსევდონიმი SUGA UFC-ის მებრძოლის, შონ ო’მალის (Sean O’Malley) მეტსახელიდან,  Suga-დან არის აღებული. შონ ო’მალის მეტსახელი კი, თავის მხრივ, კიდევ ერთ ლეგენდარულ მებრძოლს უკავშირდება. SUGA-მ განმარტა: „არსებობს ლეგენდარული მოკრივე Sugar Ray Leonard. სწორედ ამიტომ, პროფესიონალ ადამიანებს, რომლებსაც ტექნიკურად ძლიერი დარტყმის უნარი აქვთ, Suga-ს ეძახიან.“

მან ასევე გაიხსენა, რომ წლების წინ ბანგ სი-ჰიუკმა, BTS-ის ლეიბლის, HYBE-ის დამფუძნებელმა და როგორც ჩანს, კრივის დიდმა მოყვარულმა, არტისტს ურჩია: „რადგან რეპში ტექნიკურად ძლიერი ხარ, SUGA უნდა გერქვას.“ 

თუმცა, რადგან ამ გრძელი ისტორიის მოყოლა ყოველთვის ძალიან დამღლელი იყო, SUGA-მ გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის უბრალოდ ეთქვა, რომ მისი სახელი კალათბურთის პოზიციის, shooting guard-ის შემოკლებული ვერსია იყო. „ამის შესახებ პირველად მესმის“, – თქვა ჯეი-ჰოუპმა მას შემდეგ, რაც SUGA-მ საუბარი დაასრულა.

ეს ინტერვიუ BTS-ის დიდ დაბრუნებას ემთხვევა, რომელიც მარტში მათი ბოლო, ექვსი წლის მანძილზე პირველი სრულფორმატიანი ალბომის, ARIRANG-ის გამოშვებით დაიწყო. პროექტი უკვე მეორე კვირაა, Billboard 200-ის (11 აპრილის მონაცემებით) პირველ ადგილს იკავებს, სულ რამდენიმე დღეში კი ჯგუფი მასშტაბურ მსოფლიო ტურნეს დაიწყებს.

Wired-ის ვიდეოს სხვა ეპიზოდში ბენდის წევრებმა  სამხრეთ კორეის ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ხელახლა გაერთიანებაზე და ალბომ ARIRANG-ის სათაურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

ერთ-ერთ ყველაზე სახალისო მომენტში RM-ს ჰკითხეს, ნანობს თუ არა, რომ ბენდის წევრებს ინგლისური ასწავლა, მან კი უპასუხა: „არა. უბრალოდ მათ ინგლისური მაინც არ ესმით,“ – ამ რეპლიკას ბენდის წევრების სიცილი მოჰყვა, რომლებიც ინტერვიუს განმავლობაში თითქმის მხოლოდ კორეულად საუბრობდნენ.  

„დიდი ძალისხმევა ჩავდე. არაფერი მაქვს დასანანი. მაგრამ მგონია, რომ მაინც  ვერაფერი ვასწავლე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არც არასდროს მისწავლებია მათთვის.“ – აღიშნა RM-იმ.

„თუნდაც გვასწავლო, რას გავიგებთ?“ –  შეეკითხა j-hope, ხოლო Jin-მა ხუმრობით თქვა: „მასწავლებელი კარგია, თუმცა მოსწავლეებში არ გაუმართლა.” 

ნახეთ BTS-ის წევრების ინტერვიუ:  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დიჯეი ქერუბიმის მაუწყებლობა” – ზურა ჯიშკარიანის ახალი პროექტი

შემდეგი სტატია

„ჰანამი” – ადამიანი∞სამყაროს ახალი ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი