„ჰანამი” – ადამიანი∞სამყაროს ახალი ალბომი

მუსიკოსი წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოში დაბრუნდა და კარიერის გაგრძელებას უკვე სამშობლოში გეგმავს.

ადამიანი∞სამყარომ (დაჩი ხასაია) ახალი, რიგით მეექვსე ალბომი გამოსცა, სახელწოდებით „ჰანამი.” მუსიკოსი პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ალბომი იაპონიას, მის კულტურასა და ცნობილ ქალაქებს: ტოკიოს, ოსაკასა და კიოტოს ეძღვნება. 

დაჩი ხასაია:

„იაპონიაში ერთი წლის წინ ვიმოგზაურე. იქ ორი კვირა დავყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს მოგზაურობა ჩემს ახალ ალბომს შექმნიდა. წლების განმავლობაში მსურდა იაპონიაში მოგზაურობა და ჩემი საყვარელი ადგილების ნახვა, რომლებსაც მანამდე მხოლოდ იუთუბით ვიცნობდი. და როცა ეს ყველაფერი რეალობად იქცა და ყველა იაპონური ოცნება ავისრულე, უბედნიერესი და ამავდროულად სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი იმ ახალი, სრულიად სხვა სამყაროთი და კულტურით, რაც იქ დამხვდა. იაპონელები არაჩვეულებრივი ხალხია, ძალიან გემოვნებიანი. იქ ყოველდღე რაღაც ახალს, ლამაზსა და განსაკუთრებულს აღმოაჩენ და სწორედ ეს არის ის იაპონური ხიბლი, რისი განცდაც ყველა ტურისტს სურს. ბელგიაში დაბრუნებულს, თავიდან არ ამომდიოდა იაპონური მოგონებები. ამიტომ ვიფიქრე, რადგან მუსიკოსი ვარ და მაქვს ძალა, რომ ყველა ჩემი მოგონება სიმღერებში უკვდავყო, ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქცევი-მეთქი. ასე დაიწყო ჩემი მეექვსე ალბომის დაბადება.”

ალბომის სახელწოდებაც იაპონიიდან, კონკრეტულად კი იაპონური ტრადიციიდან მოდის. ჰანამი გაზაფხულის დღესასწაულია, როცა ადამიანები საკურას ყვავილობას აღნიშნავენ.

„ჰანამი” ჩემი იაპონური მოგზაურობის ერთგვარი რუკაა. ის არის ჩემს განცდებსა და იქ გატარებულ დროზე. მიხარია, რომ მსმენელმა ზუსტად იგრძნო ის, რაც მე ჩავიფიქრე. ჩემი მიზანი იყო, რომ ვინც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა იაპონიაში მოგზაურობა, იქ ჩემთან ერთად ესეირნა, ხოლო ვინც უკვე ნამყოფია ამ ქვეყანაში, იქ გატარებული ლამაზი დღეები გაეხსენებინა. ჰანამი, აყვავებული ხეები, იაპონური აპრილი, ტოკიოს ქუჩები, კაბუკის თეატრი, იმპერატორის ბაღები, ოსაკას ბრწყინვალება, კიოტოს სიდიადე, ბამბუკის ტყეებში მარტო სიარული… ყველაფერი ერთ ალბომში ვერ ჩაეტია, მაგრამ ვეცადე, რომ ჩემი მოგონებები 11 სიმღერაში მომექცია. დარწმუნებული ვარ, ალბომის მოსმენისას მსმენელი აუცილებლად იგრძნობს ჰანამის სიოს. თავად ალბომს მოკლე, მაგრამ ღირებული სათქმელი აქვს: „სუნთქვის შენელება, ბუნებაში ჩაძირვა, წამიერი შეგრძნება, შიგნიდან განათება… საკურა, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, რომელიც დაცვენის შემდეგაც კი, აქ და ახლა, მარადისობას ეხუტება.”

დაჩი ხასაია წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. სულ ცოტა ხანია, რაც საქართველოში დაბრუნდა და კარიერის გაგრძელებას უკვე სამშობლოში გეგმავს. უახლოეს მომავალში მუსიკოსი მეგობრებთან ერთად კონცერტის გამართვასაც აპირებს. 

მოუსმინეთ ალბომს „ჰანამი”:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის SUGA-მ სასცენო სახელის ნამდვილი ისტორია გაამხილა, რომელიც აქამდე მისმა თანაგუნდელებმაც კი არ იცოდნენ

შემდეგი სტატია

ლიზა ბათიაშვილი და გიორგი გიგაშვილი ჩრდილოამერიკულ ტურნეში მიემგზავრებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი