დუა ლიპა და კალუმ ტერნერი  ვიწრო წრეში, ლონდონში დაქორწინდნენ

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა და მსახიობმა ოფიციალურად 31 მაისს იქორწინეს.
კალუმ ტერნერი და დუა ლიპა 2025 წლის Met Gala-ზე, 5 მაისი, ნიუ იორკი Gilbert Flores
კალუმ ტერნერი და დუა ლიპა 2025 წლის Met Gala-ზე, 5 მაისი, ნიუ იორკი
Gilbert Flores

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა დუა ლიპამ და ფილმ Fantastic Beasts-ის  მსახიობმა კალუმ ტერნერმა 31 მაისს, ლონდონის ძველ, Marylebone Town Hall-ში, ვიწრო წრეში იქორწინეს.

გამოცემა The Sun-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, წყვილმა განსაკუთრებული დღე ახლობლების წრეში აღნიშნა. კადრებში ჩანს, როგორ ეგებებიან სტუმრები ახალდაქორწინებულებს, რომლებიც შავ ავტომობილში სხდებიან.

Vogue-ის ინფორმაციით, ცერემონიისთვის პატარძალმა Schiaparelli Couture-ის პიჯაკის სტილის კაბა შეარჩია, რომელსაც თეთრი, მომდგარი ქვედაბოლო, ქუდი და ხელთათმანები შეუსაბამა. კალუმ ტერნერმა კი არჩევანი Ferragamo-ს ინდივიდუალურად შეკერილ მუქ ლურჯ კოსტიუმსა და ჰალსტუხზე შეაჩერა.

The Sun ასევე იუწყება, რომ წყვილი მეორე, უფრო მასშტაბურ საქორწინო წვეულებას იტალიაში, პალერმოს ცნობილ სასტუმრო Villa Igiea-ში გეგმავს. 

ამ თვის დასაწყისში დუა ლიპამ სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა, რომელიც, სავარაუდოდ, იბიცაზე გამართული მისი წინასაქორწინო წვეულებიდან იყო. „Funmaxxing არის ინტერნეტ-სლენგი, რომელიც სიამოვნების მაქსიმალურად მიღების პრაქტიკას აღწერს,“ – ასე დაასათაურა დუა ლიპამ ინსტაგრამზე ფოტოების სერია.

წყვილმა ნიშნობა ოფიციალურად 2025 წლის ივნისში დაადასტურა, მას შემდეგ, რაც მათი ურთიერთობის შესახებ პირველი ჭორები 2024 წლის იანვარში გავრცელდა.

„დიახ, ჩვენ დავინიშნეთ და ეს ძალიან ამაღელვებელია. გადაწყვეტილება, რომ ერთად დავბერდეთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ცხოვრება და უბრალოდ საუკეთესო მეგობრებად დავრჩეთ – ნამდვილად განსაკუთრებული შეგრძნებაა.“  – განუცხადა არტისტმა British Vogue-ს 2025 წლის ივნისში.

წყვილი საზოგადოებამ პირველად ერთად 2024 წლის იანვარში,  სერიალ Masters of the Air-ის პრემიერის შემდგომ წვეულებაზე შეამჩნია.

დუა ლიპამ გლობალური ტურნე, Radical Optimism, 2025 წლის დეკემბერში დაასრულა, მას შემდეგ, რაც ტურნეში ერთ წელზე მეტხანს იმყოფებოდა. ამ კვირის დასაწყისში კი არტისტმა  საკონცერტო ალბომი: Live From Mexico გამოუშვა, რომელიც მეხიკოს სტადიონზე გამართული სამი შოუს ჩანაწერებს მოიცავს.

Radical Optimism-ის ტურნე წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოვლენად იქცა. Billboard Boxscore-ის მონაცემებით, დუა ლიპას კონცერტების შემოსავალმა 141 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა და 59 შოუზე 1.2 მილიონი ბილეთი გაიყიდა, რისი წყალობითაც დუა ლიპამ პოპარტისტებს შორის წლის მესამე ყველაზე შემოსავლიანი ტურნე გამართა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარკ დე პრენსზე” „მგზავრების” სიმღერის ფონზე დახვდნენ

შემდეგი სტატია

„ჩვენ ახლახან რეკორდი მოვხსენით” – კანიე უესტის განცხადებით, სტამბოლში მის კონცერტს 118 000 ადამიანი დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი