„სათამაშოების ისტორია 5-მა” რეკორდულ, 160 მილიონი დოლარის სადებიუტო შემოსავალს მიაღწია

„პიქსარის” ანიმაციური ფილმის მეხუთე ნაწილში ტეილორ სვიფტის ახალი სიმღერა ჟღერს.
ბაზი და ვუდი “სათამაშოების ისტორია 5-ში”
DISNEY/PIXAR

„სათამაშოების ისტორიას” კინომოყვარულებში კვლავაც ჰყავს ერთგული მეგობრები. „პიქსარის” ანიმაციური ფილმის სადებიუტო შემოსავალმა აშშ-ში 160 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ფრენჩაიზის ახალი რეკორდი და 2026 წლის ყველაზე წარმატებული დებიუტია. 

პირველი სერის გამოსვლიდან 31 წლის შემდეგ „სათამაშოების იტორია 5-მა” მნიშვნელოვნად გადააჭარბა ფილმის სერიებს შორის წინა რეკორდსმენს, 2019 წლის „სათამაშოების ისტორია 4-ს”, რომელმაც ადგილობრივად 152, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 312 მილიონი დოლარის სადებიუტო შემოსავალი მიიღო.

„სათამაშოების ისტორია” ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია ვოლტ დისნეის კომპანიაში. მეხუთე ნაწილის გამოსვლამდე ფილმს ჯამში 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რომ აღარაფერი ვთქვათ მერჩენდაიზიდან მიღებულ მილიარდობით დოლარზე. 

მიუხდავად იმისა, რომ 2010 წელს ფილმის მესამე ნაწილით მისი ისტორია თითქოს დასრულდა, თითქმის დეკადის შემდეგ მისი კვლავ გაცოცხლება გადაწყდა. თუმცა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მეოთხე ნაწილის ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ შედეგს მეხუთე ნაწილიც გაიმეორებს. 

ანიმაციურ ფილმებს შორის, „სათამაშოების ისტორია 5-ს” სადებიუტო შემოსავლით ამ ეტაპზე მხოლოდ 2018 წლის Incredibles 2 უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ მეხუთე ნაწილის გადაღება უფრო ძვირიც დაჯდა. მისმა ღირებულებამ, მარკეტინგული ხარჯების გარდა, 250 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ფილმში კვლავ ბრუნდება მსახიობთა დასი: ტომ ჰენკსი (ვუდი), ტიმ ალენი (ბაზი) და ჯოან კიუსაკი (ჯესი). „სათამაშოების ისტორია 5-ში” ჟღერს ტეილორ სვიფტის ახალი სიმღერა I Knew It, I Knew You.

ანიმაციური ფილმის სიქველში სათამაშოები უყურადღებოდ რჩებიან, როცა ბონი ახალ პლანშეტს მიიღებს. მისი რეჟისორია „პიქსარის” ვეტერანი ენდრიუ სტენტონი, რომელმაც გადაიღო Finding Nemo 2003 წელს და WALL-E 2008 წელს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

შემდეგი სტატია

თბილისში ტომ ოდელის კონცერტი გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი