წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

ტრადიციულად, წინანდლის მამულში, სილქნეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები იკრიბებიან. წლევანდელი წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს გაიხსნა და 11 დღის განმავლობაში სტუმრებს 23 გამორჩეულ კონცერტს შესთავაზებს.

4 სექტემბრის დღის პროგრამა კამერულ დარბაზში „პედაგოგების კონცერტით“ გაიხსნება. მსმენელის წინაშე ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები წარდგებიან: ანტონ სოროკოვი (ვიოლინო), ენრიკო კარარო (ალტი), ამადეო ჩიკეზე (ჩელო), ბრენდან კეინი (კონტრაბასი), სანია რომიჩი (ჰობოი), ალექსანდარ ტასიჩი (კლარნეტი), ანდრეა აცი (ფაგოტი), ნატალინო რიჩიარდო (ვალტორნა), ტამაშ დავიდა (საყვირი), ნირ ერეზი (ტრომბონი) და რაულ კამარასა (პერკუსია).

ANTON SOROKOW / ENRICO CARRARO / AMEDEO CICCHESE / BRENDAN KANE / SANJA ROMIC / ALEKSANDAR TASIĆ / ANDREA AZZI / NATALINO RICCIARDO / TAMÁS DÁVIDA / NIR EREZ / RAÚL CAMARASA
ANTON SOROKOW / ENRICO CARRARO / AMEDEO CICCHESE / BRENDAN KANE / SANJA ROMIC / ALEKSANDAR TASIĆ / ANDREA AZZI / NATALINO RICCIARDO / TAMÁS DÁVIDA / NIR EREZ / RAÚL CAMARASA

კონცერტის პროგრამაში სერგეი პროკოფიევის, რიხარდ შტრაუსის, ელიოტ კარტერის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ლეონარდ ბერნსტაინის ნაწარმოებები შესრულდება.

საღამოს კი ფესტივალი მსმენელს კამერული მუსიკის განსაკუთრებულ პროგრამას შესთავაზებს. ერთ სცენაზე მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები: პინკას ცუკერმანი – ვიოლინო, საიაკა შოჯი – ვიოლინო, ორი კამი – ალტი, ბრაიან ჩენგი – ჩელო, სერგეი ბაბაიანი – ფორტეპიანო გაერთიანდებიან.

მუსიკოსები ფელიქს მენდელსონის პირველ საფორტეპიანო ტრიოს და იოჰანეს ბრამსის ფა-მინორულ საფორტეპიანო კვინტეტს შეასრულებენ.

4 სექტემბრის პროგრამა კიდევ ერთხელ აერთიანებს ფესტივალის მთავარ იდეას, კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნიმუშების შესრულებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მუსიკოსების მონაწილეობით.

წინანდლის ფესტივალი 13 სექტემბრამდე გაგრძელდება და აუდიტორიას მომდევნო დღეებში კიდევ არაერთ გამორჩეულ კონცერტს შესთავაზებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ის ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ