ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული პროფესიული საფორტეპიანო მუსიკის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები ერთ პროექტში გაერთიანდა და „ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგიის“ ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები უნიკალურ სამდისკიან ალბომად გამოიცა.

პროექტის მთავარი მიზანი ქართული პროფესიული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი პოპულარიზაციაა.

„ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია“ სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორთა ნამუშევრებს აერთიანებს და ჟანრის განვითარების ისტორიას გვიჩვენებს. პროექტის ხელმძღვანელი კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავაა. ხმის რეჟისორ დავით ხოსიტაშვილის მიერ მომზადებული სტუდიური ჩანაწერები „საავტორო სტუდიის“ თანამედროვე პორტატიული ტექნიკური აღჭურვილობით განხორციელდა, რამაც ტრადიციულ მუსიკალურ ნიმუშებს ახალი სიცოცხლე შესძინა.

პროექტში შესულია ალოიზ მიზანდარის, ბარბარე ამირეჯიბის, ზაქარია ფალიაშვილის, ბიძინა კვერნაძის, რევაზ ლაღიძის, სულხან ცინცაძის, ნოდარ მამისაშვილის, ლეილა ხაფავას, ალექსანდრე და თამარ შავერზაშვილების, ლელა მაქარაშვილის, გიორგი და ლილი შავერზაშვილების, ოთარ თაქთაქიშვილის, სანდრო გეგეჭკორისა და ნინო ჯანჯღავას ნაწარმოებები.

ანთოლოგიის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს პიანისტებმა დავით ალადაშვილმა, სანდრო გეგეჭკორმა, გიორგი გრძელიძემ, თამარ ლიჩელმა, ანა პაიჭაძემ, სალომე ჟორდანიამ, ნათია ქავთარაძემ და სანდრო შუბითიძემ.

„ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგიის“ პრეზენტაცია 14 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება. სამდისკიან ალბომში თავმოყრილი ჩანაწერები ქართული საფორტეპიანო მუსიკის მრავალფეროვან ისტორიას აცოცხლებს და მისი შემდგომი გავრცელებისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ და თბილისის მერია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

შემდეგი სტატია

SCREEN SOUNDS

Screen Sounds – მუნჯი კინო ცოცხალი მუსიკალური იმპროვიზაციით

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი