Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
Kid Cudi და კანიე უესტი 2019 წლის Coachella-ს ფესტივალზე.
TIMOTHY NORRIS/GETTY IMAGES FOR COACHELLA

ჩიკაგოში, Kid Cudi-სა და Kanye West-ის სცენაზე გაერთიანება მათი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ერთობლივი ცოცხალი შესრულება იყო. თუმცა Kid Cudi-ს მხრიდან Ye-ს მიმართ გამოხატული ეს დამოკიდებულება  ყველას არ გახარებია.

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია. რეპერებმა, რომელთა ურთიერთობაც ორ ათწლეულს ითვლის, შეასრულეს „Father Stretch My Hands, Pt. 1”, „Ghost Town” და „Pursuit of Happiness (Nightmare)”, რაც შოუს ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ მომენტად იქცა.

შოუს შემდეგ Cudi სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა დადებით გამოხმაურებებს ფანებისგან, რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ მოულოდნელი გაერთიანებით. მან ასევე უპასუხა კრიტიკას Ye-სთან ურთიერთობის აღდგენის გამო.

ბოლო წლებში Cudi-მ დისტანცირება არჩია Ye-ს განცხადებების, ანტისემიტური რეპლიკებისა და სიძულვილის ენის გამო. აღსანიშნავია, რომ უესტმა ამ განცხადებების გამო მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა. 

Cudi გამოეხმაურა ნიუ-იორკელი რადიოწამყვანის, პიტერ როზენბერგის პოსტს X-ზე. როზენბერგმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ასე უყვარს და პატივს სცემს, კანიეს მიმართ ლოიალობას იჩენს, რაც უხერხულია. „არ ვამბობ, რომ არავინ იმსახურებს პატიებას ან ემპათიას, მაგრამ ამ კაცმა სულ რაღაც ერთი წლის წინ Heil Hitler იმღერა,” – დაწერა მან. 

„მესმის შენი გულისწყრომა, პიტერ, პატივს გცემ, მაგრამ ნამდვილად არ მაინტერესებს, ჩემით იმედგაცრუებული თუ ხარ. ეს კაცი ჩემი ძმაა. შენ მასთან ისეთი ურთიერთობა არ გაქვს, როგორიც მე. თითქმის 20 წლის ხელოვნება და მეგობრობა გვაკავშირებს. Ye-სთან ვიყავი და გულწრფელად ვიტყვი – მასთან ახლა საუბარი ზუსტად ისეთივეა, როგორიც მაშინ, როცა მასთან კონტრაქტი პირველად გავაფორმე, უკეთესიც კი. ის წლები ებრძოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და ახლა კარგადაა. ოჯახის წევრებს ყველამ უნდა მისცეს შანსი. მე ყველაზე მკაცრი ვიყავი მის მიმართ, პასუხისმგებლობას ვთხოვდი. მან ბოდიში მოიხადა და ეს გულწრფელი იყო. მაგრამ როგორც ვთქვი, შენ მისი ოჯახი არ ხარ, ასე რომ მესმის,” – უპასუხა  Kid Cudi-მ სოციალურ ქსელში. 

როზენბერგმა უპასუხა: „შენით არ ვიყავი იმედგაცრუებული, ფანებს ვგულისხმობდი, მაგრამ შენც რომ გენახე, როგორ ვუჭერ მხარს არტისტს, რომელმაც ერთი წლის წინ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით all hail the klan, ალბათ შენც რეაქცია გექნებოდა. მე სრულიად მომხრე ვარ პატიების და ემპათიის, მაგრამ ამ კაცს გმირად აცხადებენ… ეს წაროუდგენელია. წავიდეს, რეალური დახმარება მიიღოს, რამდენიმე წელი ჩამოშორდეს ყველაფერს და მერე ვისაუბროთ, სანამ მის ჯიბეში ფულის ჩასადებად გაქცევას დავიწყებ“.

2025 წელს, CBS-თან ინტერვიუში, Kid Cudi-მ ისაუბრა Ye-სთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ უესტმა თქვა რაღაცები, „რის შემდეგაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა“. მან დაამატა: „შენთან დავასრულე. ეს გულს მიკლავს, რადგან კანიე მიყვარდა. მართლა მიყვარდა. ის ჩემი ცხოვრების ცვლილების ნაწილი იყო და გარკვეულ ეტაპზე ძალიან კარგი მეგობარიც, მაგრამ ის კაცი, ვინც გახდა… მე უბრალოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს“.

Ye-მ, რომელსაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი აქვს, 2026 წლის დასაწყისში მოიხადა ბოდიში თავისი ქმედებების გამო და ყურადღება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გაამახვილა. იანვარში, Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში Ye წერდა: „არ გგონია, რომ ავად ხარ. გგონია, რომ ყველას ზედმეტი რეაქცია აქვს. გრძნობ, რომ სამყაროს იმაზე მკაფიოდ ხედავ, ვიდრე ოდესმე, როცა რეალურად კონტროლს სრულად კარგავ… 1-ელი ტიპის ბიპოლარული აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტი რეალობას აცდენილი მომენტებია, რომელთაგან ბევრი დღესაც არ მახსოვს. ამას მცდარ გადაწყვეტილებებამდე და იმპულსურ ქცევამდე მივყავართ, რაც ხშირად სხეულიდან გასვლის გამოცდილებას ჰგავს. ვნანობ და სიღრმისეულად განვიცდი იმ მდგომარეობაში ჩადენილ ქმედებებს. მზად ვარ პასუხისმგებლობისთვის, მკურნალობისთვის და რეალური ცვლილებებისთვის. თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რაც გავაკეთე. მე არ ვარ ნაცისტი ან ანტისემიტი. მე მიყვარს ებრაელი ხალხი“.

ზაფხულში Cudi-მ გააზიარა, რომ ისინი მეგობრობის აღდგენაზე მუშაობდნენ.

ამ შაბათ-კვირას, Ye-სთან ერთად სცენაზე გამოჩენის შემდეგ, მან X-ზე დაწერა: „დღევანდელი საღამო უბრალოდ კიდევ ერთი ეპიკური ღამე იყო ჩემს უფროს ძმასთან ერთად გატარებული ეპიკური ღამეების სიაში. მიყვარხარ, ჩიკაგო“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

შემდეგი სტატია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი