ტეილორ სვიფტმა „სათამაშოების ისტორია 5“-ისთვის დაწერილი საუნდტრეკის ორმაგ მნიშვნელობაზე ისაუბრა

სვიფტმა გაამხილა, რომ I Knew It, I Knew You-ს წერისას ისეთი სიტყვები შეარჩია, რომელთაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს.
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი
Gilbert Flores/Billboard

5 სექტემბერს ტეილორ სვიფტმა რადიოსადგურ BOB 94.9 FM-ის გადაცემაში – iHeartCountry House Party, მსმენელების შეკითხვებს უპასუხა. 2026 წლის ზაფხულში სვიფტი ქანთრის ჟანრის რადიოების რეიტინგში აქტიურად დაბრუნდა სიმღერით – I Knew It, I Knew You, რომელიც სპეციალურად „სათამაშოების ისტორია 5“-ისთვის დაწერა. სწორედ ეს ტრეკი გახდა რადიოში სტუმრობისას საუბრის მთავარი თემა. სანამ სვიფტის ხმა გაისმებოდა, 45-წუთიანი მოლოდინის განმავლობაში თანამედროვე ქანთრი ჰიტები ჟღერდებოდა.

როცა სვიფტის ინტერვიუ დაიწყო, მომღერალმა „სათამაშოების ისტორია 5“-ის საუნდტრეკზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საკულტო ანიმაციის მუსიკალურ მემკვიდრეობაზე. მან აღფრთოვანებით აღნიშნა, რომ ფილმს თავისი ბგერების სამყარო აქვს, რომელიც რენდი ნიუმენმა ოსტატურად შექმნა. 

სვიფტმა ასევე გააზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ რა არის საჭირო წარმატებული სტუდიური სესიისთვის. „მრავალწლიანი სტუდიური მუშაობის, სიმღერების წერისა და კოლაბორაციების პროცესში ერთ რამეს მივხვდი: ენერგიასა და განწყობას, რომელიც ოთახში თან გდევს, აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა შეუძლია. თუ შედიხარ ისეთი განწყობით, თითქოს იქ ყოფნა არ გინდა, ეს ყველაფერზე აისახება,” – თქვა სვიფტმა. 

„იყავით ენთუზიაზმით სავსე იმის გამო, რომ ყოველდღე გეძლევათ შემოქმედებით დაკავების შესაძლებლობა,” – ურჩია სვიფტმა მსმენელს. 

შემდეგ არტისტმა ისაუბრა თემაზე, რაც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მისი ფანებისთვის და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ტექსტების სიღრმისეული ანალიზი უყვარს. სვიფტმა გაამხილა, რომ I Knew It, I Knew You-ს წერისას ისეთი სიტყვები შეარჩია, რომელთაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს. მომღერალმა აღნიშნა, რომ მოხარულია ფანების ასეთი დაკვირვებულობისა და ინტერესის გამო. „სიმღერაში ძალიან ცოტა დრო გაქვს იმისთვის, რომ გადმოსცე და შეაჯამო მთელი ანიმაცია. ზოგჯერ ცდილობ, სტრიქონში ორმაგი აზრი ჩადო,” – აღნიშნა მან. 

სვიფტმა კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. მაგალითად, ტექსტში არის სიტყვა daze (ბურუსი, გაურკვევლობა), თუმცა ჟღერადობისას ის მსმენელს შეუძლია აღიქვას როგორც days (დღეები). 

„ჩემთვის ეს არის ბავშვობის ბურუსი, როდესაც უკან იხედები და ხედავ ოდნავ ბუნდოვან, ლამაზ მოგონებას,” – განმარტა სვიფტმა. 

ვარსკვლავმა I Knew It, I Knew You-ს შექმნის შთაგონებაზეც ისაუბრა. სვიფტმა გაამხილა, რომ „სათამაშოების ისტორია 5“-ის ადრეულ ჩვენებაზე დასწრებისას ის მოიხიბლა კოვბოი ჯესის პერსონაჟით. „ეს ანიმაცია ასახავს მეგობრების შეხვედრას, იმ ადამიანების ნახვას, რომლებიც დიდხანს არ გინახავს, წარსულის ტკივილის პატიებას და საკუთარ თავში იარების მოშუშებას,” – თქვა ტეილორ სვიფტმა. 

ცოტა ხნის წინ გრემის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მუსიკოსმა ისაუბრა თავისი შემოქმედების ქანთრი-ფესვებზე. არტისტმა აღნიშნა, რომ რაც უფრო წინ მიდის თავის კარიერულ გზაზე, უფრო მეტად აქვს სურვილი, პატივი მიაგოს იმ ქანთრი მუსიკოსებს, რომლებმაც როგორც არტისტი და ავტორი ჩამოაყალიბეს. იმავე საღამოზე მან ფორტეპიანოზე აკუსტიკურად შეასრულა I Knew It, I Knew You, August  და All Too Well-ის მიქსი, რამაც 2024 წლის Eras Tour-ის ნოსტალგია გააღვიძა. 

სვიფტის ბოლო სრული სტუდიური ალბომი იყო 2025 წლის The Life of a Showgirl. ალბომმა Billboard 200-ის პირველ ადგილზე ჯამში 12 კვირა გაატარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Chainsmokers-ი 2026 წლის NCAA-ს საკალათბურთო ტურნირის ფინალურ ოთხეულში თამაშებს შორის გამოსვლისას, Lucas Oil-ის სტადიონი, 2026 წლის 4 აპრილი. Patrick Smith/Getty Images

The Chainsmokers-ის სან-ხოსეს კონცერტზე 14 მსმენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შემდეგი სტატია

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი