ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
ოლივია როდრიგო 2026 წლის Daisy Chain Fields Festival-ზე.
RIVER CALLAWAY/WWD

ოლივია როდრიგო მუსიკის შესაქმნელად შთაგონების არაერთ წყაროს იყენებს. ახლახან პოპვარსკვლავმა გაამხილა, რომ კენდრიკ ლამარის HUMBLE სწორედ ასეთი ინსპირაცია იყო. როდრიგოს თქმით, ამ ტრეკმა მის ალბომში – You Seem Pretty Sad for a Girl So in Love – შემავალი სიმღერის, Expectations-ის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

ოლივია როდრიგო და ჩაპელ როუნი Apple Music-ზე მიიწვიეს. ინტერვიუს დროს როდრიგომ Expectations-ის შექმნის ისტორია გააზიარა:

„ეს საკუთარი თავის გამოწვევას ჰგავდა. მინდოდა მიმზიდველი სიმღერა დამეწერა. შემდეგ კი ვიფიქრე: მინდა ეს სიმღერა ყოველ საღამოს ვიმღერო. ის ლამარის „Sit down, be humble“-ს ჰგავს. ტვინში გიჯდება. ეს ერთგვარი მანტრაა“.

როდრიგომ თავის კოლაბორატორს, ჩაპელ როუნსაც გადაუხადა მადლობა:

„როდესაც ამ სიმღერას ვქმნიდი, ჩაპელმა, მისმა დამოკიდებულებამ და თავდაჯერებულობამ ძლიერად შთამაგონა“.

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა. არტისტები ვიდეორგოლშიც თავადვე მონაწილეობენ.

სიმღერა შესულია ოლივია როდრიგოს ალბომში – You Seem Pretty Sad for a Girl So in Love, რომელიც 2026 წლის ივნისში გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში აღმოჩნდა, Billboard Hot 100-ში კი მე-20 ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

შემდეგი სტატია

შონ „დიდი“ კომბსი - 2023 წლის 21 სექტემბერი Jemal Countess/Getty Images

Diddy ნიუ-ჯერსის ციხიდან პენსილვანიის დაწესებულებაში გადაიყვანეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი