SALIO-მ ახალი ალბომი  – Mountain წარადგინა

ალბომის ორი ტრეკი – Colors და Special ნიუ ორლეანში, Esplanade Studios-ში ჩაიწერა.

რამდენიმე თვის წინ Billboard-თან ინტერვიუში,  SALIO-მ ახალ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ამერიკას და ახალ მუსიკაზე მუშაობას უკავშირდებოდა. ამჯერად არტისტმა ოფიციალურად წარადგინა ახალი ალბომი სახელწოდებით Mountain, რომელიც  ხუთ ტრეკს აერთიანებს.

SALIO:

„მუსიკა დაახლოებით 2020 წელს, ჩემთვის ყველაზე ჯადოსნურ Tbilisi Open air-ის ტერიტორიაზე დაიწერა. მინდორში პატარა სტუდია გვქონდა სადაც სივრცე და სიმწვანე მშვიდ შემოქმედებით გარემოს ქმნიდა. სიმღერა Mountain ნეპალის და ტიბეტის საზღვარზე მდებარე ულამაზეს ადგილას – ნილეზე დავწერე.  ნეპალის მთებში დაახლოებით შვიდი დღე ვიარე, რომ ეს ადგილი მენახა. იქ ქალებს დღემდე ტრადიციული ჭრელი ულამაზესი ტანსაცმელი აცვიათ და მათ ღიმილში გულწრფელი ენერგიაა. იქ მცხოვრები ადამიანები არ კლავენ ცხოველებს და დღემდე შორს არიან ტექნოლოგიისგან.“  

ალბომში შემავალი ორი ტრეკი – Colors და Special  ნიუ ორლეანში, Esplanade Studios-ში ჩაიწერა. ქართველი ხმის რეჟისორი მიშა კაჭკაჭიშვილის ხელშეწყობით SALIO-მ ამერიკულ გოსპელ გუნდთან და მათ ხელმძღვანელ კრეიგ ადამსთან ერთად იმუშავა. მუსიკალურმა კოლექტივმა 2022 წელს Grammy-ის ჯილდო მიიღეს Jon Batiste სიმღერით  – We Are.

 „სიმღერის ჩაწერის პროცესი ძალიან საინტერესო იყო რადგან ყველა მეგობრულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ და თავს სახლში ვგრძნობდი.“ – აღნიშნავს SALIO 

ამჟამად SALIO, ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში, ახალი მუსიკალური ნამუშევრების შექმნას აგრძელებს. 58 Track Challenge – ასე ჰქვია პროექტს, რომლის კონცეფციაც ყოველ დღე მუსიკისა და ტექსტის დაწერას გულისხმობს. როგორც არტისტი აღნიშნავს, ეს  საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად რთული პროცესია. 

მოუსმინეთ SALIO-ს ალბომს, სახელწოდებით Mountain:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტნი სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ ვარსკვლავი რეალურ ცხოვრებაში მორცხვი და ინტროვერტია

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი დაშორდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი