ლონდონში გამართული კონცერტის დროს, სემ სმითმა გარდაცვლილი ტრანსგენდერი მოზარდი გაიხსენა

სიმღერის შესრულებისას ვარსკვლავი მწვანე კოსტიუმში იყო გამოწყობილი, თავზე კი შარავანდედის ფორმის აქსესუარი ეკეთა, რომელზეც ბრიანა გეის სახელი ეწერა.
ფოტო: მაიკლ ბეილი გეიტსი


სემ სმითი თავისი ახალი ალბომის, Gloria-ს მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში კონცერტებს ატარებს. ლონდონის O2 სტადიონზე გამართული მუსიკალური შოუს დროს, ვარსკვლავმა ტრაგიკულად გარდაცვლილი ინგლისელი თინეიჯერი ტრანსგენდერი გაიხსენა. 

სმითმა თავისი შოუს მეორე აქტი Des’ree-ის ჰიტის, Kissing You-ის ქავერ ვერსიით გახსნა. სიმღერის შესრულებისას ვარსკვლავი მწვანე კოსტიუმში იყო გამოწყობილი, თავზე კი შარავანდედის ფორმის აქსესუარი ეკეთა, რომელზეც ბრიანა გეის სახელი ეწერა. ბრინა გეი სწორედ ის 16 წლის გოგოა, რომელიც 2023 წლის დასაწყისში ინგლისის ქალაქ უორინგტონში მოკლეს. 

ფანების მიერ გადაღებულ ვიდეოებში სემ სმითი სცენაზე დამონტაჟებულ დიდ კონსტრუქციაზე დგას. ჩაბნელებულ სცენაზე მხოლოდ არტისტის ფიგურაა განათებული და ამ დროს ის ბაზ ლურმენის „რომეო და ჯულიეტას“ ცნობილ საუნდტრეკს ასრულებს.  

დამატებითი კომენტარისათვის Billboard-მა არტისტის ოფიციალურ წარმომადგენლობით გუნდს მიმართა. 

ბრიანა გეი უორინგტონის პარკში დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს. მისი მკვლელობისათვის ორი მოზარდი დააკავეს. დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 10 ივლისს დაიწყება. როგორც პოლიციამ განაცხადა, დამატებითი გამოძიებაც ჩატარდება. ასევე ვარაუდობენ, რომ ამ საქმეს კვალიფიკაცია შეეცვლება და სიძულვილის ნიადაგით ჩადენილი დანაშაულების კატეგორიაში შევა.

ნახეთ სემ სმითის მუსიკალური ნომრის ამსახველი კადრები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Shakira - ფოტო: ჟუამე დე ლაიგუანა

პირველად Billboard-ის ისტორიაში Shakira-ს „წლის ლათინო ქალის“ წოდება მიენიჭება

შემდეგი სტატია

Bad Bunny ჰარი სტაილსს ბოდიშის უხდის 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი