ემი უაინჰაუსის წიგნი In Her Words

წიგნის გამოსვლა მიმდინარე წლის ზაფხულს იგეგმება
ემი უაინჰაუსი - ფოტო: დანიელ ბოჩარსკი
ემი უაინჰაუსი – ფოტო: დანიელ ბოჩარსკი

ახალი წიგნი ემი უაინჰაუსის ხელნაწერი ტექსტებით, ფოტოებით და პირადი დღიურებით 2023 წლის ზაფხულს, გარდაცვლილი მომღერლის ორმოცი წლის დაბადების დღისთვის გამოვა.

„ემი უაინჰაუსის სქელ ყდიანი წიგნი  In Her Words 29 აგვისტოს გამოვა.  288 გვერდიანი კრებული ბრწყინვალედ წარმოაჩენს მისი წერის წარმოუდგენელ ნიჭს, გონებას, ხიბლს და სიცოცხლისადმი ლტოლვას“.- ნათქვამია HarperCollins განცხადებაში.

პირადი ნივთების კრებული არტისტის შემოქმედებით ზრდის პროცესს ასახავს, რომელიც ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში დაბადებული გოგონას წარმატებისკენ განვლილ გზას გვიჩვენებს. 

ემი უაინჰაუსმა 2008 წელს ხუთი გრემი მიიღო. 

მომღერალი 27 წლის ასაკში ალკოჰოლის მოწამვლის შედეგად 2011 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა. არტისტის მშობლების ჯენისის და მიტჩის მხარდაჭერით გამომცემლობამ მისი პირადი  მოგონებები შეადგინა, რაც თაყვანისმცემლებს ემის შემოქმედებითი პროცესის უკეთ გაცნობაში დაეხმარება.

მალე სემ ტეილორ-ჯონსონის რეჟისორობით, მომღერლის ბიოგრაფიული ფილმი Back to Black გამოვა, რომელშიც მთავარ როლს მარისა აბელა ასრულებს.

ნახეთ ემი უაინჰაუსის წიგნის გარეკანი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა, ანა კენდრიკმა და ჯეკ ბელქმა ანიმაცია Trolls Band Together წარადგინეს

შემდეგი სტატია

ნელსონ გიორნერის კონცერტი თბილისში – ინტერვიუ მსოფლიოში აღიარებულ პიანისტთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი