ნათია თოდუა Summerjazz Pinneberg-ის ფესტივალზე

„ამ წლის ახალი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია, თან იმ ემოციებით, როგორშიც ახლა მე ვარ, რადგან დედა გავხდი.“

ქართველი არტისტი ნათია თოდუა, გერმანიაში ახალ ბენდთან ერთად გულშემატკივარს ბევრ, საინტერესო სიახლეს ჰპირდება. გერმანიაში მუსიკოსი სხვადსახვა ფესტივალებსა თუ კონცერტერბზე ხშირად მონაწილეობს. 2017 წელს ნათია გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული გახდა.

„ნათია თოდუამ, 2017 წლის The Voice of Germany-ზე მთელი გერმანია თავისი გამორჩეული ხმით, ქარიზმატულობით და არაჩვეულებრივი გარეგნობით მოიცვა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. წელს, პირველად იგი პინიბერგში, ზაფხულის ჯაზ-ფეტივალზე წარდგება” – წერს ჯაზ ფესტივალის ოფიციალური გვერდი ინსტაგრამზე.

ნათია თოდუა:

„რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი ბენდი ახალ პროექტზე მუშაობას მოვრჩით, ახალი სიმღერა ჩავწერეთ და ძალიან კარგი სიმღერის ქავერ ვერსია, ჩვენებურად გავაკეთეთ, რომელიც ვფიქრობ მსმენელისთვის ახლებური იქნება. ახალი სეზონისთვის მოვამზადეთ პროგრამები, როგორც საკუთარი სიმღერები ასევე ქავერ სიმღერები. ვემზადებით წელს ზაფხულს ფესტივალებზე გასასვლელად, მათ შორის Summerjazz Pinneberg-ის ფესტივალზე. რა თქმა უნდა ამ წლის ახალი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია, თან იმ ემოციებით, როგორშიც ახლა მე ვარ, რადგან დედა გავხდი.“ 

ნათია თოდუას ახალი ბენდის შემადგენლობაში არიან კლაუდიო ჯოვანი კონსოლი – გიტარა, კლაუდიო როდიგეს ზაპატა კლავიში / აკორდეონი, ანტონიო ფორტინო – ბას გიტარა და სებასტიან როსალეს მორანდე – დრამი.

„ჩემი ბენდი შარშან ბერლინში  შევკარი. წელს უკვე ძალიან კარგ ფორმაში ვართ, ვემზადებით ახალი კონცერტებისთვის და ფესტივალებისთვის, ვფიქრობ პროექტი შედგა. ბენდი არის ძალიან ენერგიული, ფერადი, პოზიტიური და იმედი მაქვს ამ შემადგენლობით შესრულებული ჩემი ახალი სიმღერები და ასევე ჩემი ძველი სიმღერები ალბომიდან მსმენელს ძალიან მოეწონება. რაც შეეხება ფესტივალს ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა მალე გაგიზიარებთ სხვა კონცერტების და ფესტივალების თარიღებს, რომელიც ძალიან მალე გახდება ცნობილი.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არი ოენიგის ტრიოს კონცერტი გაიმართა

შემდეგი სტატია

მისი ელიოტმა გაამხილა, რომ მოტივაცია დედამ მისცა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი