2023 წლის Met Gala-ზე ბილი აილიში შავი ქვრივის იმიჯით წარდგა. ღონისძიებაზე მომღერალს შავი გამჭვირვალე ქსოვილისგან შექმნილი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერმა სიმონ როშამ შექმნა. კაბას აილიშმა გრძელი ნაწნავი შეუხამა.
„ყოველთვის, როცა Met Gala-ზე მიწვევენ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან კარგ დროს ვატარებ. მოვდივარ აქ და შემდეგ ყოველთვის კარგი ამბები ხდება,”- აღნიშნა აილიშმა.
ეს აილიშისთვის პირველი Met Gala არ არის. მისი დებიუტი 2021 წელს შედგა, როცა იგი ღონისძიების ყველაზე ახალგაზრდა თანათავმჯდომარე იყო. მაშინ Met Gala-ს თემა იყო „ამერიკა: მოდის ლექსიკონი” და მომღერალი წითელ ხალიჩაზე მერლინ მონროთს სტილით შთაგონებული კაბით წარდგა
წლევანდელი Met Gala-ს თემაა „კარლ ლაგერფილდი: სილამაზის ხაზი”. ღონისძიება ლაგერფილდს მიეძღვნა, რომელიც 2019 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.