თბილისის ჯაზფესტივალი 2023 იწყება

ფესტივალი 9 მაისს გაიხსნება და 11 მაისს დაიხურება.

9-11 მაისს, „ისთერნ პრომოუშენსი„ და „თიბისი კონცეპტი“, მსმენელს თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს წარუდგენს. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი ჯაზის მოყვარულ აუდიტორიას განსაკუთრებულ პროგრამას შესთავაზებს. როგორც ყოველთვის, თბილისის ჯაზფესტივალი მონაწილე არტისტებით გამოირჩევა – შემსრულებლებით, რომლებიც თანამედროვე ჯაზის სამყაროს სახეს ქმნიან და მუსიკის ამ უნიკალური ჟანრის ისტორიას წერენ. 

თბილისის ჯაზფესტივალის ისტორია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან იწყება, როდესაც გასულ საუკუნეში თბილისში ჯაზისადმი მიძღვნილი რამდენიმე ფესტივალი ჩატარდა. „ისთერნ პრომოუშენსმა“ სწორედ ეს ისტორია გააგრძელა და ასე იქცა თბილისის ჯაზფესტივალი ყოველწლიურ მუსიკალურ ღონისძიებად, რომელიც პროგრამაში არაერთ საკულტო საერთაშორისო სახელს აერთიანებს. როგორც თბილისის ჯაზფესტივალის თანადამფუძნებელი გიორგი კერესელიძე აღნიშნავს, ამ პროექტს ქართულ თანამედროვე სახელოვნებო ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს.

გიორგი კერესელიძე:

„დროთა განმავლობაში ამ ღონისძიებამ თავისი რეპუტაცია შეიძინა და ამჟამად ევროპული ფესტივალების სიაში ღირსეული ადგილი უკავია. წლების წინ თუ ჩვენ ვცდილობდით, შემსრულებლები მონაწილეობაზე დაგვეთანხმებინა, ახლა უკვე ამის სურვილს თავად გამოთქვამენ. დღესდღეობით ისეთი მუსიკალური კოლექტივებიც კი გვიკავშირდებიან, რომლებიც თავადვე ეძებენ დონორებს, რომ ჩვენს ფესტივალზე ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. თბილისის ჯაზფესტივალზე მსოფლიო ჯაზის სამყაროს მნიშვნელოვანი შემსრულებლების თითქმის სრული უმრავლესობაა ნამყოფი. მათგან ბევრი აღარ არის ცოცხალი, თუმცა მათი გავლენა და სახელი კვლავაც დიდია.“

როგორც გიორგი კერესელიძე „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ორგანიზატორების მთავარი მიზანია, რომ სამდღიანი ღონისძიება განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყოს. შესაბამისად პროგრამაში ერთმანეთისაგან განსხვავებული მუსიკალური აზროვნების არტისტებს ვხვდებით. 

თბილისის ჯაზფესტივალს წელს ლუკა თოფურია და მისი ბენდი გახსნის. პირველ დღეს მსმენელის წინაშე ასევე წარდგება JAZZ/TAKES SUPERGROUP. მუსიკალური კოლექტივის შემადგენლობაში აუდიტორია თანამედროვე ჯაზის არაერთ გამორჩეულ ვარსკვკლავს იხილავს: ბილი ევანსი (საქსოფონი), ჰარვი მეისონი (დრამი), ნილს ლენ დოკი (კლავიში), დერილ ჯონსი (ბასი) და ფელიქს პასტორიუსი (ბასი). აღსანიშნავია, რომ ფელიქს პასტორიუსი ლეგენდარული ჯაზმენის, ჯაკო პასტორიუსის შვილია და ის თბილისს პირველად სტუმრობს.  

მეორე საფესტივალო დღის პროგრამაში ვხვდებით ისეთ შემსრულებლებს და ბენდებს, როგორებიც არიან მარტინ კრატოჩვილი და Jazz Q. მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან პიანისტი ანტონიო ფარაო და მისი ტრიო.

თბილისის ჯაზფესტივალის ფინალურ დღეს კი პროგრამაშია იტალიური ბენდი Motel Kaiju  და ლეგენდარული სტენლი კლარკი.მუსიკოსი ბენდთან ერთად ჯაზფესტივალს ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბენდის  შემადგენლობაშია ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც თბილისის ჯაზ ფესტივალის სცენაზე სწორედ სტენლი კლარკთან ერთად წარდგება.

გიორგი კერესელიძე:

„მინდა, წლევანდელ ფესტივალზე ერთი დეტალი აღვნიშნო – თბილისის ჯაზფესტივალი გამორჩეული ქართველი მუსიკოსის – თამაზ ყურაშვილის გარეშე  პირველად ტარდება. თამაზ ყურაშვილი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პროექტებსა და ღონისძიებაში, რომლებიც მუსიკას და კონკრეტულად ჯაზს ეხებოდა. სწორედ ამიტომ, წლევანდელი ფესტივალი მის ხსოვნას ეძღვნება“

ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ ბენ აფლეკი შესანიშნავი მამაა

შემდეგი სტატია

როგორ იმოქმედებს ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვა სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი