Luminous Frames ფილმისა და ფოტოგრაფიის ფესტივალი ფაბრიკაში

1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით ფაბრიკამ Luminous Frames ფილმისა და ფოტოგრაფიის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.

ფესტივალის მიზანი მსოფლიო მასშტაბით მოკლემეტრაჟიანი ფილმების ორგანიზება, წახალისება და კინემატოგრაფიის ხელშეწყობაა. ღონისძიება ყოველ წელს დანიის ორ ქალაქში, კოპენჰაგენისა და კილერუპეში ტარდება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წელს ფესტივალი თბილისში ჩატარდა.

ფესტივალზე სხვადასხვა ჟანრში დამოუკიდებელი, საავტორო ფილმები იქნა წარდგენილი. ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი გენდერული საკითხებს, ეთნიკურ მრავალფეროვნებას, ადამიანის უფლებებს, გარემოს დაცვას და სხვა აქტუალური საკითხებს ეთმობოდა. 

„Luminous Frames საერთაშორისო ფილმების ფესტივალია, რომელიც დანიაში ხუთი წლის წინ დაარსდა.  წელს ფაბრიკასთან თანამშრომლობით ფესტივალი თბილისში ჩატარდა. ეს დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალია, სადაც სხვადასხვა ჟანრის კატეგორიაში მსოფლიო მასშტაბით კინემატოგრაფისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, მაგალითად, პირველ წელს ჩვენ ისეთი ფილმები გვქონდა, რომლებიც ოსკარზე და ოქროს გლობუსზე იყვნენ წარდგენილი. წელს  ფესტივალის მთავარი თემა გარემო და გარემოს დაცვაა. ფილმების მრავალფეროვანი სპექტრი იყო წარმოდგენილი ფენტეზიდან დაწყებული დოკუმენტური ფილმებით თითქმის ყველა ჟანრის ფილმი შემოვიდა.“ – ჰამიდ რეზა ზეინალი – ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი. 

Luminous Frames ფილმების ფესტივალს, წელს სხვადსხვა კატეგორიაში თექვსმეტი გამარჯვებული ჰყავს.

ფესტივალის დასკვნით ეტაპზე ჟიურიმ მონაწილეთა შორის გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.

ფესტივალში გამარჯვებულები არიან:

მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო ნარატივი – დევიდ კოდელი, ფილმი – Erik (ალბანეთი)

ექსპერიმენტალური მოკლემეტრაჟიანი საუკეთესო ფილმი – Dead Dreams Falling – (საფრანგეთი)

დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი საუკეთესო ფილმი – Glimmer (ლუქსემბურგი)

საუკეთესო რეჟისორი – თეოდორე დრუსბა – ფილმი Gutter (კანადა)

საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯოჰან ლუიზ შმიდტი – ფილმი Parting Words (დანია)

საუკეთესო მსახიობი კაცი – სტეფანო პანზერი – ფილმი 7 Hours (იტალია)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი – მიმი კანდლერი – ფილმი Safe Harbor (შვედეთი)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი – ალესიო კურზი – ფილმი 7 Hours (იტალია)

საუკეთესო ოპერატურა – ფილმი Gutter (კანადა)

საუკეთესო სცენარი – Sonata for a Calendar (პერუ)

საუკეთესო მონტაჟი – Momentum (ნორვეგია)

საუკეთესო მუსიკალური ვიდეო – Polartropica (აშშ)

საუკეთესო მხატვრული დიზაინი – Chateau Laurier (Season 2) – (კანადა)

საუკეთესო კოსტიუმები – 1848 (მექსიკა)

საუკეთესო ორიგინალური სცენარი – -7 (აშშ)

საუკეთესო პროდიუსერი – Boarderlands (აშშ)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანმა ახალი ალბომი 12 ახალი ვიდეოკლიპით გამოუშვა

შემდეგი სტატია

Doja Cat-ის Met Gala-ს კოსტიუმის ავტორები ოსკარ დე ლა რენტას კაბის შექმნის ისტორიაზე საუბრობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი