ბიონსემ Renaissance-ის მსოფლიო საკონცერტო ტურნეს დაწყება სპეციალური თიზერით აღნიშნა 

ტურნე ამჟამად ევროპის მასშტაბით მიმდინარეობს, ივლისში კი შოუები შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს.
ფოტო: კევინ მაზური / Parkwood

ბიონსეს ბოლო ალბომის Renaissance-ის მსოფლიო ტური 10 მაისს სტოკჰოლმში გამართული კონცერტით დაიწყო. შოუ სამი საათი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში არტისტმა თავისი ხანგრძლივი მუსიკალური შემოქმედებიდან  ათეულობით ჰიტი შეასრულა. 

ბიონსემ ტურის დაწყება სპეციალური თიზერით აღნიშნა, რომელშიც პირველი შოუდან რამდენიმე დასამახსოვრებელი სცენა გაერთიანდა. არტისტმა ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. 

Renaissance-ის მსოფლიო ტურნე ევროპაში 9 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ბიონსეს მსოფლიო ტური შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს. შტატების მასშტაბით კონცერტები გაიმართება ტორონტოში, ჩიკაგოში, ატლანტაში, ჰიუსტონში და სხვა დიდ ქალაქებში. Renaissance-ის მსოფლიო საკონცერტო ტურნე 27 სექტემბერს, ნიუ-ორლეანში გამართული შოუთი დასრულდება. 

Renaissance 2022 წელს გამოვიდა და  Billboard 200-ის ალბომების ჩარტებში პირველ ადგილიც დაიკავა. ნამუშევარმა  გრემის ჯილდოც დაიმსახურა – ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ Renaissance გამარჯვებულად საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომების კატეგორიაში დაასახელა. ალბომში შესულმა სამმა სიმღერამ გრემის ჯილდო დამოუკიდებლადაც მოუპოვა. Break My Soul-მა საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის ნომინაციაში გაიმარჯვა, Plastic Off the Sofa-ს ჯილდო საუკეთესო R&B შესრულებისათვის გადაეცა, ხოლო Cuff It გრემის მფლობელი საუკეთესო R&B სიმღერის ნომინაციაში გახდა. 

ნახეთ ბიონსეს მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეო აქ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსის შესახებ კომიქსი გამოიცა

შემდეგი სტატია

ევროვიზიის ღონისძიება, 2023 წლის 7 მაისი, ლივერპული, ფოტო: დომინიკ ლიპინსკი

2023 წლის „ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი