არტ-გენი 2023 – ფესტივალი საიუბილეო მეოცე სეზონს აღნიშნავს

წლევანდელი საფესტივალო პროგრამა უკვე ცნობილია.

ფესტივალი არტ-გენი 2023 წელს საიუბილეო მეოცე სეზონს აღნიშნავს. უკვე ცნობილია ფესტივალის წლევანდელი პროგრამა. არტ-გენი 2023 საირმეში აქცია-კონცერტით დაიწყება, რომელიც „ახალი საირმის” მხარდასაჭერად 20 მაისს გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ნიაზ დიასამიძე და 33ა, გაგა ფრანი, ჯგუფი „რეგიონი”, „ჩვენებურები”. ამის შემდეგ რეგიონული ტური რუსთავსა და დმანისში გაგრძელდება. 20 ივლისს კი, ტრადიციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თბილისის ტური დაიწყება, რომელსაც ასევე ტრადიციულად სუხიშვილები გახსნიან. წელს ფესტივალის მუდმივ მონაწილეებს ახალი გამომსვლელებიც შეემატებიან. 

სოლომონ გოგაშვილი – ფესტივალის თანაორგანიზატორი:

„2003 წელს დაიწყო არტ-გენი და წელს 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს საიუბილეო თარიღი გამოვხატოთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ვცდილობთ, უცხოელი შემსრულებლებიც ჩამოვიყვანოთ და თავისთავად, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებსაც დიდი დრო დავუთმოთ. ის გამომსვლელები, რომლებიც ტრადიციულად მონაწილეობენ ფესტივალში, რა თქმა უნდა, ისევ სოლო კონცერტებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ესენი არიან სუხიშვილები, 33ა, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „რეგიონი”, „ფრანი”.  წელს ასევე გვეყოლება რობი კუხიანიძე „აუტსაიდერთან” ერთად, კახაბერი, Circus Mircus, პაპუნა შარიქაძე და ხონძი და კიდევ ბოლო დროს ძალიან პოპულარული ქართველი მუსიკოსი – თამადა. უცხოელ სტუმრებს რაც შეეხება, ჩამოვა ანსამბლი „სამშაბათი”, რომლებიც ეთნიკურად ფრანგები არიან და ასრულებენ ქართულ სიმღერებს. და ალბათ რუსთავის არტ-გენზე სტუმრად გვეყოლება მადაგასკარელი მუსიკოსი Kilema, რომელიც 2012 წელს უკვე იმყოფებოდა საქართველოში და ის „ჩვენებურებთან” ერთად სოლო კონცერტს გამართავს.”

ფესტივალის ფარგლებში 20, 21, 22, 23, 28, 29 და 30 ივლისს ეთნოგრაფიული მუზეუმი სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. არტ-გენი 2023 ტრადიციულად ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტით დასრულდება. 

„არტ-გენი ყოველთვის ხალხმრავალი და სახალხო ფესტივალია და ყველა შემთხვევაში მასშტაბური გამოდის ხოლმე. ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ არტ-გენი თავისი ფორმატით იმდენად თავისუფალი ფესტივალია, იმდენი მუსიკალური ექსპერიმენტი ჩატარდა აქ, რომ მაყურებელიც გრძნობს ამ ყველაფერს. თვითონ შემსრულებლებიც მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან, როდის დაიწყება არტ-გენი. მთელი წლის მოსაყოლს აგროვებენ და აქ გადასცემენ მაყურებელს. ასე რომ, მეოცე არტ-გენიც თავისთავად მასშტაბური იქნება.”

ფესტივალის ბილეთები და სრული პროგრამა ნახეთ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky-მ და რიანამ შვილის პირველი დაბადების დღე აღნიშნეს

შემდეგი სტატია

მადონას ეროტიკული ფოტოები კრისტის აუქციონზე გაიყიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი