როჯერ უოტერსის საჯარო გამოჩენამ კიდევ ერთხელ გამოიწვია ხმაური. გასულ კვირას ბერლინში გამართული ორ კონცერტზე Pink Floyd-ის ყოფილი წევრი სცენაზე გამოჩნდა კოსტიუმით, რომელსაც ნაცისტური უნიფორმის მსგავსი დიზაინი ჰქონდა. ამის გარდა შოუ შეიცავდა ისეთ გზავნილებს, რომლებიც ებრაულმა საზოგადოებამ ჰოლოკოსტის მსხვერპლი ანა ფრანკის ხსოვნის შეურაცხყოფად მიიჩნია.
ახლახან მუსიკოსი მწვავე კრიტიკას სოციალური მედიის მეშვეობით გამოეხმაურა. უოტერსმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ უსამართლობის დაგმობას გააგრძელებს.
„ბერლინში გამართულ ჩემს ბოლო შოუებს თავდასხმები მოჰყვა მათგან, ვისაც სურთ შეურაცხმყონ და გამაჩუმონ, რადგან ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და მორალურ პრინციპებს არ ეთანხმებიან.“ – წერია როჯერ უოტერსის პოსტში. მუსიკოსის თქმით, მისი შოუს ელემენტები ცხადად უპირისპირდება ფაშიზმს, უსამართლობასა და ფანატიზმს.
„მთელი ჩემი ცხოვრება ავტორიტარიზმს და ჩაგვრას ხმამაღლა ვუპირისპირდები.“ – Pink Floyd-ის ყოფილი წევრი. „ომის შემდგომ, როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩვენს ოჯახში ხშირად ისმოდა ანა ფრანკის სახელი. ის გახდა შემახსენებელი სიმბოლო იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ფაშიზმი უგულებელყოფილია. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩემი მშობლები ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ.“
— Roger Waters ✊ (@rogerwaters) May 26, 2023
როჯერ უოტერსის კონცერტი ბერლინში, Mercedes-Benz Arena-ზე 17 და 18 მაისს გაიმართა. შოუს დაწყებამდე მუსიკოსი სცენაზე გამოვიდა და აუდიტორიას მიმართა – „შოუ ათ წუთში დაიწყება. ფრანკფურტის სასამართლომ დაადგინა, რომ ანტისემიტი არ ვარ. ყველაფერი ნათელი რომ იყოს, გეტყვით – მე ვგმობ ანტისემიტიზმს“. როჯერ უოტერსის ეს განცხადება უკავშირდებოდა მოვლენებს, რომელიც ამ შოუს წინ უძღოდა. აპრილში ფრანკფურტის შესაბამისი ინსტიტუციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ უოტერსის კონცერტი გაუქმებულიყო, რადგან მათივე თქმით – როჯერ უოტერსი „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტისემიტია“. საჩივრის მიღების შემდეგ, სასამართლომ საქმე განიხილა და დაადგინა, რომ კანონის ძალით მუსიკოსის კონცერტი გაუქმებას არ ექვემდებარებოდა.
ბერლინის კონცერტების განსაკუთრებით შეურაცხმყოფელ ნაწილად მიიჩნიეს შოუს ის ეპიზოდი, როდესაც სცენაზე ნაცისტური რეჟიმისა და მოძრაობის მსხვერპლების სახელები გაჩნდა. Მათ შორის იყო ანა ფრანკი. ამ სახელების შემდეგ კი სცენის ეკრანზე პალესტინელ-ამერიკელი ჟურნალისტის, შირინ აბუ აკლეს სახელი გამოჩნდა. მიიჩნევა, რომ ჟურნალისტი ისრაელი ჯარისკაცების ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. შოუს ამ ნაწილის შემდეგ, უოტერსი სცენაზე დაბრუნდა სასცენო კოსტიუმით, რომელიც ძალიან ჰგავდა ნაცისტური გერმანიის სამხედრო პირების უნიფორმას.
როჯერ უოტერსის შოუს ისრაელის მთავრობა ტვიტერის ოფიციალური ანგარიშის მეშვეობით გამოეხმაურა. „დილა მშვიდობის. როჯერ უოტერსმა ბერლინში (დიახ ბერლინში) კონცერტისას ანა ფრანკის და ჰოლოკოსტის მსხვერპლი სხვა ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნა შეურაცხყო“ – ნათქვამია პოსტში.
შოუს შემდე ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა „საიმონ ვიზენტალის ცენტრმა“, რომელიც ებრაელი ხალხის უფლებების დამცველი ორგანიზაციაა. „სირცხვილი ფრანკფურტის ოფიციალურ წარმომადგენლებს და ბერლინის Mercedes Benz-ის სტადიონს, რომ ანტისემიტ როჯერ უოტერსს სივრცე დაუთმო.“ – წერია პოსტში.
პრესკონფერენციის დროს, Billboard-მა შოუს შესახებ კითხვა დასვა, თუმცა უოტერსის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია.
ნახეთ ტვიტები, რომლებიც უოტერსის მიერ ბერლინში გამართულ მუსიკალურ შოუებს შეეხება:
Good morning to every one but Roger Waters who spent the evening in Berlin (Yes Berlin) desecrating the memory of Anne Frank and the 6 million Jews murdered in the Holocaust. pic.twitter.com/4tcrV6f8mt
— Israel ישראל 🇮🇱 (@Israel) May 24, 2023
"THAT ONE LOOKS JEWISH:" ROGER WATERS BRINGING NAZISM BACK TO BERLIN // @rogerwaters disgraced the memory of Anne Frank, compared Israel to Nazis, flew his notorious pig balloon, and dressed up as an SS officer… /1 pic.twitter.com/QwOjyCd9Yi
— Jewish Defense Network (@JewDefense) May 24, 2023
Shame on Frankfurt authorities and Mercedes Benz arena in Berlin — a place from where Jews were deported by the Nazis — for providing anti-Semite #RogerWaters this venue for his concert with no concern/care for the Jewish community. https://t.co/XYAS4bFi7h
— SimonWiesenthalCntr (@simonwiesenthal) May 23, 2023
Will Germany prosecute #RogerWaters for Holocaust distortion or will promoters rush to book the anti-Semite for more lurid 3-D anti-Israel + #Antisemitic hatefests masquerading as concerts?https://t.co/zUZzD5G2OF
— SimonWiesenthalCntr (@simonwiesenthal) May 24, 2023