ბიონსემ პიტსბურგში დაგეგმილი კონცერტი ტექნიკური სირთულეების გამო გააუქმა

ბილეთების მფლობელებს თანხა ავტომატურად უკან დაუბრუნდებათ.
ფოტო: კევინ მაზური

ბიონსემ Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, პიტსბურგში Acrisure Stadium-ზე დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ვენიუს ადმინისტრაციამ 5 ივლისს განაცხადა. როგორც განცხადებაში აღინიშნა, შოუს გაუქმების მიზეზი „ფროდაქშენის ლოჯისტიკასა და დაგეგმარებასთან დაკავშირებული სირთულეები“ გახდა. პიტსბურგის კონცერტის თარიღი Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს განრიგიდანაც გაქრა. 

რაც შეხება კონცერტზე დასწრების მსურველებს, ბილეთების მფლობელებს თანხა ავტომატურად უკან დაუბრუნდებათ. 

Პრეს-კონფერენციაზე ბიონსეს პიტსბურგის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ვარსკვლავის წარმომადგენლებმა არც Billboard-ის კითხვას უპასუხეს და დამატებითი დეტალების გასაჯაროებისაგან თავი შეიკავეს.

შემდეგი კონცერტი, რომელსაც ბიონსე ტურნეს ფარგლებში გამართავს, ბოსტონში 1-ლ აგვისტოს დაგეგმილი შოუა. ამის შემდეგ ვარსკვლავის კონცერტები 5-6 აგვისტოს ვაშინგტონში გაიმართება.

Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს პირველი ეტაპი ევროპის მასშტაბით ჩატარებული შოუები იყო. ევროპაში ბოლო შოუ არტისტმა 27 ივნისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართა. Billboard-ისთვის გადაცემული ინფორმაციის მიხედვით, ბიონსემ ევროპაში 21 შოუს ფარგლებში 1 მილიონზე მეტი ბილეთი გაყიდა და 154.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც პიტსბურგის Acrisure Stadium-მა კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cardi B-მ ქუჩის მუსიკოსთან ერთად  იმღერა

შემდეგი სტატია

ლას ვეგასი Adele-ის პერფორმანსი. ფოტო: კევინ მაზური

კონცერტის დროს Adele-მა ნივთების სროლის გამო მსმენელებს მკაცრი გაფრთხილება მისცა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი