დრეიკმა აუქციონზე თუფაქის გვირგვინიანი ბეჭედი შეიძინა

სოთბიმ დაადასტურა, რომ რეპერმა ლოტი მილიონ დოლარად შეიძინა.
დრეიკი
Amy Sussman/GI

დრეიკმა ინსტაგრამზე თავისი ისტორიული შენაძენი გააზიარა: თუფაქ შაკურის ოქროს, ლალისა და ბრილიანტისგან შექმნილი გვირგვინის ფორმის ბეჭედი. 

რეპერმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბეჭედი საჩვენებელ თითზე უკეთია და სრულად ჩანს მისი ბრწყინვალება. 

ბეჭედი, რომელიც თუფაქს ბოლო საჯარო გამოსვლისას – 1996 წლის MTV-ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ეკეთა, სოთბის აუქციონზე რეპერის ნათლიამ იასმინ ფულამ გამოიტანა. ბეჭედზე ამოტვიფრულია წარწერა Pac & Dada 1996, რაც თუფაქისა და კიდადა ჯონსის ნიშნობას ეძღვნება. როგორც სოთბიმ დაადასტურა, ბეჭედი დრეიკმა მილიონ დოლარად შეიძინა. 

თუფაქის გვირგვინის ფორმის ბეჭედი
ED JONES/AFP via Getty Images

მიმდინარე  წელი დრეიკისთვის საკმაოდ წარმატებულია. 2018 წლის შემდეგ წელს ის პირველად გაემართა ტურნეში 21 Savage-სთან ერთად. ბოლო ტურნეს შემდეგ დრეიკმა რამდენიმე ალბომიც გამოსცა, მათ შორისაა ასევე 21 Savage-სთან ერთად გამოშვებული Her Loss. ალბომი ბილბორდის 200 ალბომის ლიდერი გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მორისი იმ ადამიანებს ეხმაურება, ვინც შინეიდ ო’კონორის გარდაცვალებაზე მწუხარებას გამოთქვამენ: „თქვენ მას აქებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან გვიანია”

შემდეგი სტატია

FKJ – ფრანგი მულტი-ინსტრუმენტალისტი არტისტი, ცოცხალი შესრულების გამორჩეული მანერით

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი