ბარბარა სტრეიზანდის მემუარების გამოცემამდე, მუსიკოსის ორი ალბომი გამოვა

ალბომები ცნობილ კომპოზიციებს და აქამდე გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს გააერთიანებს.

7 ნოემბერს ბარბარა სტრეიზანდი მემუარებს, სახელწოდებით My Name is Barbra გამოსცემს. ავტობიოგრაფიული წიგნი საკულტო მუსიკოსისაგან ერთადერთი სიახლე არ არის – Columbia Records და Legacy Recordings მომღერლის ორ ალბომს გამოსცემს. 

EVERGREENS: Celebrating Six Decades on Columbia Records და YENTL: 40th Anniversary Deluxe Edition 27 ოქტომბერს გამოიცემა. ალბომები CD-ის და ციფრული სახით გამოვა. EVERGREENS ბარბარა სტრეიზანდის სხვა კოლექციებისაგან განსხვავებული იქნება, რადგან მასში შემავალი ტრეკები მუსიკოსის არც ერთ კომპილაციაში აქამდე არ გაერთიანებულა. როგორც ალბომის შესახებ გამოქვეყნებულ პრეს რელიზშია მითითებული, „[სიმღერები] ბარბარას მიერ არის შერჩეული და მელოდიებისა და ტექსტის მიმართ თავის ემოციურ კავშირს გადმოსცემს – თითოეულ მათგანს მის გულსა და მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.“

YENTL: 40th Anniversary Deluxe Edition რომანტიკული მიუზიკლის,  Yentl-ის საუნდტრეკების ალბომია და 15 სიმღერას აერთიანებს. 11 ტრეკი ფილმში გაჟღერებული სიმღერების დემო ვერსიებია. სტრეიზანდმა ისინი გარდაცვლილ კომპოზიტორთ მაიკლ ლეგრანდთან ერთად ჩაწერა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Zaza – ქართველი არტისტის, ზაზა თევთიძის მუსიკალური პროექტი

შემდეგი სტატია

მანანა მენაბდე | ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჩარჩოებს მიღმა – ლეგენდარული მანანა მენაბდე

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი