Sexy Bicycle-ის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – Soon

Sexy Bicycle ახალ ალბომზე მუშაობს და სულ მალე Left Bank-ში ლაივ კონცერტს გეგმავს.
Sexy Bicycle - Soon (Official Video)
Sexy Bicycle – Soon (Official Video)

Sexy Bicycle ქართველი მუსიკოსის ნიკა ელიას (ნიკა კვარაცხელიას) სოლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსმა ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი Soon გამოსცა. 

Მუსიკოსი ბენდის წევრებთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობს და 2 ნოემბერს Left Bank-ში ლაივ კონცერტისთვის ემზადება. Sexy Bicycle-ის მუსიკა მრავალფეროვანი, ორიგინალური ჟღერადობით და სახასიათო მელოდიურობით გამოირჩევა. 

6 ოქტომბერს Sexy Bicycle-ის სინგლი  Soon გამოვიდა, სიმღერა ყოფითი ცხოვრების, დეპრესიული ფონის და პრობლემების შესახებ გვიყვება, თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერი გაივლის.

ნიკა ელია – Sexy Bicycle:

„ეს სიმღერა ჩემი მშობლების სახლში, ძველ პიანინოზე დავწერე, ისევე როგორც ამ დისკის თითქმის ყველა სიმღერა ამ პიანინოზეა დაწერილი. შემდეგ ახალ ბინაში გადავედი და ამ ყველა სიმღერის ჩაწერა სწორედ იქ დავიწყე. ძველ პიანინოზე დაწერილი სიმღერები ახალ ბინაში ჩავწერე, რაღაც მხრივ ჩემი ინსპირაცია ამ ბინიდან მოდის, იმიტომ რომ მინიმალისტური და პატარა ბინაა, იმის თქმა მინდა რომ ბინის ზომამ და შესაძლებლობებმა განსაზღვრა საუნდი, ძალიან მშვიდი სიმღერები გამოვიდა. მეზობლებსაც ვითვალისწინებდი რომ არ მეხმაურა, ამიტომ სიმღერებიც მშვიდი გამოვიდა, ამას წინასწარ რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი ნატურალურად მოხდა ყველაფერი. ამ სიმღერის გარდა კიდე რამდენიმე სიმღერა მაქვს გაკეთებული, მაგრამ ეს არის ის სიმღერა რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა და ვთქვი, რომ ოკ დისკი ამ მიმართულებით წავა.”

„სტრუქტურა რომ ავაწყვე ამ სიმღერის და ჩავიწერე მერე უკვე კოლაბორაციები წამოვიდა. ნოე ჭელიძეს ჩავაწერინე ბას გიტარა. ბენდში ოთხნი ვართ, ნოემ ბას გიტარა ჩაიწერა ნაწილები მოუფიქრა, ქეთო ელბაქიძემ – ბექ ვოკალი, თემო ჭელიძემ მელოტრონი გააკეთა და ამ ყველაფერს დაემთხვა ის რომ ჩემი მეგობარი ნიკო ჩამოვიდა. იგი ჩემი დიდი ხნის მეგობარი  და “ბენდმეითია”. 2011 წელს კინოსკოლაში ვსწავლობდით ერთად და პირველი დისკიც Sexy Bicycle-ის ერთად გავაკეთეთ. ნიკო კინო სფეროში წავიდა და მე მუსიკაში. მისი ფილმის საუნდტრეკი მე შევქმენი და კონტაქტი მუდმივად გვაქვს.  ჩამომაკითხა თბილისში, ჩემთან დარჩა ერთი კვირა და ისე დაემთხვა, რომ შვედეთიდან მოდიოდა დოკუმენტურ ფილმს იღებდა, თან კამერა ჰქონდა Black magic – და გადავწყვიტეთ, რომ სიმღერა არის და ვიდეო კლიპი გვინდოდა გადაგვეღო. წავედით საქართველოს მთებში ყაზბეგში, გუდაურში, სიონშიც ვიყავით რაღაც ნაწილი იქაც გადავიღეთ.

რაც შეეხება სიმღერას, ამას ტექსტი ისედაც ამბობს, ვინც დეპრესიულად და ცუდად გრძნობს თავს იმის მოწოდებაა, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის. ალბომის ყდა ჩემი დახატულია, სამად გადახსნილი თავია, სადაც ვარსკვლავი ამოდის.  სამეგრელოში ვართ სამი თვეა უკვე, დისკს ვიწერთ და ლაივს ვამზადებთ, 2 ნოემბერს იქნება პირველი ლაივი Left Bank-ში.  თითო სინგლს რომელიც გამოვა ყველას თავისი ქავერი და პატარა ანიმაცია ახლავს.”

Ნახეთ Sexy Bicycle კლიპი და სიმღერა SOON

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

„საჩუქარი” 26-ე სეზონს ხსნის – ფესტივალის პროგრამა და დაარსების ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ჯანსუღ კახიძის „ალილო” შეასრულა

ხატია ბუნიათიშვილმა შოუს მსვლელობისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.
მეტი
Wham! - Last Christmas Courtesy Photo

Wham!-ის წევრ ენდრიუ რიჯლის თქმით, ცნობილი სიმღერის, Last Christmas-ის მრავალი ქავერი მისი გენიალურობის დასტურია

Pop Shop Podcast-ში ენდრიუ რიჯლიმ მუდმივად აქტუალურ ჰიტზე, Last Christmas-ზე ისაუბრა, რომელიც შესრულებულია საბრინა კარპენტერის, ჩაპელ როიანის, არიანა გრანდეს, ტეილორ სვიფტის და სხვა მრავალი ცნობილი მომღერლის მიერ.
მეტი

Jazz club 1984 მუსიკალურ საღამოებს 27 დეკემბრიდან აღადგენს

„27 დეკემბრიდან აღვადგენთ მუსიკალურ საღამოებს, რომლებიც ფინანსურად ხელს გაუმართავს მიმდინარე პროცესების შედეგად უსახსროდ დარჩენილ მუსიკოსებს.“
მეტი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები გაფიცვის ეტაპიდან უნდა გადავიდეთ მანიფესტაციაზე და ნაწილობრივ დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა,” - ვკითხულობთ გავრცელებულ რეკომენდაციაში.
მეტი

ელტონ ჯონის ახალი ცვილის სკულპტურა  „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის სივრცეში ტექნიკურად  ერთ-ერთი ყველაზე რთული ფიგურაა

ფიგურა მუსიკოსს ჰაერში, გრავიტაციისგან თავისუფალ გარემოში ასახავს.
მეტი