The Brand New Heavies თბილისში კონცერტს გამართავს

ლეგენდარული ბენდი ქართველი მსმენელის წინაშე 28 ოქტომბერს „რესპუბლიკაში” წარდგება.

28 ოქტომბერს საქართველოს ცნობილი ინგლისური ბენდი The Brand New Heavies ეწვევა. ლეგენდარული ჯგუფი კონცერტს „რესპუბლიკის” სცენაზე გამართავს და ისეთ ჰიტებს შეასრულებს, როგორებიცაა Dream On Dreamer, Back To Love, Midnight At The Oasis, Sometimes და სხვები.

The Brand New Heavies 1985 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა. ბენდის დამფუძნებლები არიან მუსიკოსები საიმონ ბართოლომიუ და ენდრიუ ლივი, რომლებიც დაარსებიდან დღემდე ჯგუფის მთავარი წევრები არიან. Მათ მოღვაწეობა დაიწყეს, როგორც ინსტრუმენტული ეისიდ-ჯაზ ბენდი სახელწოდებით Brothers International. Heavies-ის იდეა კი მოგვიანებით ჯეიმს ბრაუნის სინგლიდან გაჩნდა, რომელსაც ეწერა: Minister of New Super Heavy Funk. ასე ჩამოყალიბდა ბენდი The Brand New Heavies, რომელმაც მალევე დაიპყრო ლონდონის საკლუბო სცენა. 

ბენდის ანგარიშზეა მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი გაყიდული ალბომი და ათობით ჰიტი. Მათი ალბომები Heavy Rhyme Experience, Vol. 1 და Brother Sister შესულია ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში. ბენდის სიმღერები მუდმივად იკავებდა პოზიციებს დიდი ბრიტანეთის ჩარტების ტოპ 10-ეულში. მათი ჰიტები რამდენჯერმე მოხვდა ბილბორდის Hot 100-სა და R&B/Hip-Hop ჩარტებშიც. ჯგუფი ნომინირებულია Brit Awards-სა და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.

2018 წლიდან ბენდის დამფუძნებელი წევრები ენდრიუ ლივი და საიმონ ბართოლემიუ ვოკალისტ ანჯელა რიჩისთან გაერთიანდნენ. სწორედ ამ შემადგენლობით ეწვევა The Brand New Heavies საქართველოსაც.

ნახეთ ენდრიუ ლივის მიმართვა ქართველი მსმენელისთვის. დამატებითი ინფორმაცია კონცერტის შესახებ კი იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

INXS წლების შემდეგ ახალი პროექტის წარსადგენად შეიკრიბა 

შემდეგი სტატია

მეისი გრეი - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მეისი გრეი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი