მეისი გრეი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგა

მეისი გრეის გამოსვლამდე სცენაზე ნინი ნუცუბიძე და Nikala წარდგნენ.
მეისი გრეი - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
მეისი გრეი – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

20 ოქტომბერს, Falestra-ს ღია სივრცეში ცნობილი ამერიკელი მომღერლის, მეისი გრეის კონცერტი გაიმართა. მეისი გრეის კარიერა 90-იანი  წლებიდან იწყება და მრავალ ჰიტს აერთიანებს. ამ კომპოზიციებს შორის არის: I Try, Sweet Baby, Beauty In The World და სხვები. მუსიკოსის კარიერა 10 სტუდიურ ალბომს, მილიონობით გაყიდულ ჩანაწერს და პრესტიჟულ ჯილდოებს მოიცავს. ჰიტისათვის I Try მეისი გრეის გრემის ჯილდო აქვს მოპოვებული. გრეის შემოქმედებაში არაერთ ცნობილ მუსიკალურ კოლაბორაციას ვხვდებით. გრეიმ სხვადასხვა დროს დუეტები ჩაწერა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ერიკა ბადუ, სტივი უანდერი, ფარელ უილოამსი, Mos Def, ჯონ ლეჯენდი და სხვა.

მეისი გრეი – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

R&B-ის, სოულისა და ჯაზის შემსრულებელი მუსიკოსი გამორჩეული ხმის ტემბრით და შესრულების მანერით მსოფლიო მუსიკალური სცენის იმ ვარსკვლავად მიიჩნევა, რომელმაც ინდუსტრიაზე თავისი კვალი დატოვა. აღსანიშნავია, რომ მეისი გრეისათვის ეს საქართველოში გამართული მესამე კონცერტი იყო. არტისტი შავი ზღვის  ჯაზ ფესტივალს ორჯერ ეწვია. 

მეისი გრეი – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Falestra-ში გამართულ კონცერტზე  მეისი გრეიმ საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, ე.წ. ქავერებიც შეასრულა. მუსიკალური საღამო თემატურად ორ ნაწილად დაიყო. მეორე ნაწილი აუდიტორიისათვის საყოველთაოდ ცნობილ  ჰიტებს მიეძღვნა. მეისი გრეის მოსმენა ქართველი მსმენელისათვის საკმაოდ ნოსტალგიური აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია კონცერტის გამხსნელი აქტიც – მეისი გრეის გამოსვლამდე სცენაზე ნინი ნუცუბიძე და Nikala წარდგნენ. არტისტების გამოსვლის პირველი ნაწილი საკმაოდ შთამბეჭდავი და მუსიკალურად გამორჩეული იყო, რადგან პერფორმანსის ამ მონაკვეთმა ბექ ვოკალისტებიც გააერთიანა. 

მეისი გრეის კონცერტი Falestra-ს და Mastercard-ის ერთობლივი მუსიკალური სერიის ფარგლებში გაიმართა. 

მოუსმინეთ მეისი გრეის სიმღერას I Try: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Brand New Heavies თბილისში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

ლიზა გოზალიშვილი გერმანული The Voice-ის შემდეგ ეტაპზე გადავიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი