მუქი

ნიკო ნერგაძის რჩეული მუსიკა

ჟურნალისტმა არჩევანი ამინდის შესაბამის კომპოზიციაზე შეაჩერა.

Billboard საქართველოს მუსიკალური რუბრიკის სტუმარია ნიკო ნერგაძე. ვიდეოგადაღებისთვის შეთანხმებული დღე ღრუბლიანი გამოდგა. საუბრის დაწყებისას კი მსუბუქმა წვიმამაც მოგვისწრო და ჩვენი სტუმრის მუსიკალური რეკომენდაციაც ასე ბუნებრივად განისაზღვრა. სწორედ ამინდის მიერ შექმნილი განწყობით ნიკო ნერგაძემ არჩევანი ჯეფ ბაკლის სიმღერაზე Lover, You Should’ve Come Over შეაჩერა.  

ჯეფ ბაკლი ამერიკელი მუსიკოსი და მომღერალია, რომელიც 1997 წელს 30 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. თუმცა მიუხედავად ხანმოკლე კარიერისა, მან შეძლო მუსიკალურ ინდუსტრიაში თავისი მუსიკისა და გამორჩეული ხმის დამკვიდრება. სიმღერა  Lover, You Should’ve Come Over მეშვიდე კომპოზიციაა ბაკლის ერთადერთ სტუდიური ალბომისა – Grace, რომელიც 1994 წელს გამოვიდა. როგორც ცნობილია, სიმღერა მუსიკოსისა და რებეკა მურის ურთიერთობის დასასრულს ეძღვნება. ბიოგრაფი და კრიტიკოსი დევიდ ბრაუნი სიმღერის ტექსტს აღწერს, როგორც „დაბნეული და დამაბნეველი”, მის მუსიკას კი „დამჭკნარ სილამაზეს” უწოდებს. 2019 წელს, ალბომის გამოცემიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Columbia/Legacy Recordings-მა სიმღერაზე 1994 წელს გადაღებული, მანამდე უცნობი კადრები გამოაქვეყნა, სადაც ბაკლი ამ კომპოზიციას ასრულებს.  

ნახეთ ნიკო ნერგაძის მუსიკალური რეკომენდაცია:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nini Iris „ვოისის” 12 ფინალისტს შორისაა

შემდეგი სტატია

ჯენიფერ გარნერი მერაია ქერის საშობაო განწყობის შექმნისთვის მადლობას უხდის 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
მეტი