On The Road-ის ახალი ალბომი Heal Yourself 27 ნოემბერს გამოვა

27 ნოემბერს, ალტერნატიული როკ-ჯგუფი On the Road ახალ ალბომს სახელწოდებით Heal Yourself გამოუშვებს, სადაც ძველი და ახალი სიმღერები შევა.
On The Road
On The Road

2017 წელს ჩამოყალიბებულ ჯგუფს On the Road შემოქმედებითად დატვირთული წელი ჰქონდა. გაზაფხულს ბენდმა ორი სიმღერა  Fortuneteller და Hope I Die გამოუშვა. ზაფხულში, გერმანიაში, Rockweise ფესტივალზე წარდგნენ, ახლა კი, ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსეს და წლის ბოლოს „ჰარაკში“ სოლო კონცერტსაც გეგმავენ.

„ჩვენი ახალი ალბომი 27 ნოემბერს გამოვა,  რომლის სახელწოდებაცაა Heal Yourself.  ალბომში 10 ტრეკია გაერთიანებული. ეს ალბომი On the Road-ის ოთხწლიანი მუშაობის შედეგია, რომელიც ერთგვარად ცხოვრებისეულ პროცესს ასახავს, ცუდად ყოფნიდან კარგად ყოფნაში გარდამავალ პერიოდს. ახალი ალბომით, რაღაცნაირად  ჩვენი სიმღერების შეკვრა და ამ წარსულის დაფიქსირება  გვინდოდა.“ – ლადო გიგაია, On The Road-ის ფრონტმენი.

მოისმინეთ On the Road-ის ახალი ალბომიდან სინგლი Heal Yourself:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Process – ახალი თაობის ბენდი ქართულ მუსიკალურ სცენაზე

შემდეგი სტატია

„ზრუნვა” – Melqo-ს პირველი ექსპერიმენტული კონცერტი სოციალური მესიჯებით

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი