წინანდლის ფესტივალის თარიღები და პროგრამა ცნობილია

2024 წელს ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში მეექვსედ ჩატარდება.

წინანდლის ფესტივალი 2024 წლის საფესტივალო პროგრამასა და თარიღებს აქვეყნებს. მომავალ წელს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი კვლავ 31 აგვისტოს გაიხსნება და ამჯერად 8 სექტემბრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში წინანდლის მამულს ქართული და მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავები ეწვევიან. პროგრამის ფარგლებში ჯამში 17 კონცერტი გაიმართება. 

31 აგვისტოს ფესტივალს, ტრადიციულად, პანკავკასიური ორკესტრი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გახსნის. მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად ორკესტრი ჯუზეპე ვერდის რეკვიემს შეასრულებს. წინანდლის რიგით მეექვსე ფესტივალი 8 სექტემბერს ასევე პანკავკასიური ორკესტრის კონცერტით დასრულდება, რომელსაც სცენაზე ლიზა ბათიაშვილიც შეუერთდება. 

ფესტივალის თარიღები და პროგრამა იხილეთ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lua - Mood Swingz (Official Visualizer)

Mood Swingz სიმღერა, რომელიც Lua-ს სადებიუტო ალბომში შევა

შემდეგი სტატია

ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები - ხელიხელჩაკიდებულები

ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები – „ხელიხელჩაკიდებულები“

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი