ჯეიმი ლინი ამბობს, რომ არასდროს არაფერი მიუღია თავისი დის, ბრიტნი სპირსისგან

მსახიობმა ბრიტნისა და მადონას საკულტო კოცნაზეც ისაუბრა.
ბრიტნი სპირსი და ჯეიმი ლინ სპირსი
Image Group LA/Disney Channel via Getty Images

დაძაბული რამდენიმე წლის შემდეგ ჯეიმი ლინმა უფროსი დის, ბრიტნი სპირსის შესახებ საუბარი გადაწყვიტა. ავსტრალიურ რეალითი შოუში მსახიობმა აღნიშნა, რომ მას და ბრიტნის ამჟამად კარგი ურთიერთობა აქვთ, Მიუხედავად იმისა, რომ ბრიტნიმ თავის მემუარებში ჯეიმი საკმაოდ უხეშად მოიხსენია.

„ჩემი და მისი ჩხუბები… ეს მსოფლიომ ნახა. მე ვისწავლე, რომ ამის შესახებ საჯაროდ აღარ მესაუბრა. მაგრამ იცით რა, ოჯახებში ხდება ჩხუბი,” – ამბობს ლინი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტნის იქამდე ესაუბრა, სანამ შოუში მოვიდოდა. „ჩვენ ორივეს ძალიან რთული ბავშვობა და აღზრდა გვქონდა. ძალიან რთული გარემოებები გვქონდა და ორივეს მოგვიწია, რომ სხვადასხვა გზით გავმკლავებოდით ამას. ხანდახან ჯავრს ერთმანეთზე ვიყრიდით, როცა, ალბათ, ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. მე ერთადერთი ადამიანი ვარ მის ცხოვრებაში – და ამას თავადაც იტყვის – რომელსაც არაფერი მიუღია მისგან. ერთადერთი ადამიანი ვარ მის ცხოვრებაში, ვინც ამბობდა: „მე მხოლოდ ის მინდა, რომ შენი და ვიყო.”

მიუხედავად იმისა, რომ ახლა, თითქოს, ყველაფერი კარგადაა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დებს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ – ბრიტნის მეურვეობისგან გათავისუფლების ბრძოლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც 2021 წლის ნოემბერში მისი 13-წლიანი მეურვეობა დასრულდა, ბრიტნიმ და ჯეიმიმ სოციალურ მედიაში დაიწყეს ქიშპობა იმ მოსაზრებებზე, რომლებსაც უმცროსი სპირსი ავრცელებდა ინტერვიუებსა თუ 2022 წელს გამოსულ მემუარებში Things I Should Have Said.

2023 წელს კი უკვე ბრიტნიმ გამოსცა წიგნი The Woman in Me. მასში მომღერალი აღნიშნავს, რომ ფიქრობდა, რომ ოჯახურ დავაში ჯეიმის მისი მხარე უნდა დაეჭირა. „როცა მეურვეობის წინააღმდეგ ვიბრძოდი და პრესის ყურადღების ცენტრში ვიყავი, ჯეიმი ამ დროს წიგნს წერდა და ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებდა. ის წერდა ჩემზე ისტორიებს, რომელთაგანაც ბევრი დამაზიანებელი და აღმაშფოთებელი იყო.”

შოუში ჯეიმი ლინმა გაიხსენა ისიც, თუ როგორ ღელავდა იმაზე, თუ რას იტყოდნენ თანაკლასელები ბრიტნისა და მადონას საკულტო კოცნის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, სკოლაში ის ყოველთვის იცავდა დას. „Რაც არ უნდა გაეკეთებინა ჩემს დას, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის საუკეთესო იყო. როცა საქმე ჩემს დას ეხებოდა… თუ ვინმე რამეს იტყოდა, მაშინვე მზად ვიყავი დასაპირისპირებლად: „ჩემს დაზე არ ილაპარაკოთ, ის საუკეთესოა.”

ნახეთ ჯეიმი ლინის საუბარი ბრიტნი სპირსის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი - ფოტო: ნორმან ჟან რო

ჯენიფერ ლოპესი ახალი ალბომის This Is Me…Now-ს გამოსვლის თარიღს აანონსებს

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანმა გაამხილა, თუ როგორ აუხსნა შვილებს კანიე უესტთან განქორწინების ამბავი

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი