AC/DC-ის კლიპს Back in Black პლატფორმა YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

მილიარდ ნახვას წარსულში ბენდის კიდევ ერთმა ვიდეომ გადააჭარბა.
AC/DC – Back in Black

AC/DC-ის მუსიკალურმა ვიდეომ, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე  Back in Black, ონლაინ სივრცეში რეიტინგის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კლიპს YouTube-ზე უკვე მილიარდი ნახვა აქვს. ამ მონაცემებით კლიპი ე.წ. “მილიარდიან კლუბს” შეუერთდა. მილიარდ ნახვას წარსულში ბენდის კიდევ ერთმა ვიდეომ,  Thunderstruck-მა გადააჭარბა.  

სიმღერა AC/DC-ის 1980 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების ალბომშია შესული. აღსანიშნავია, რომ Back In Black ბენდის ყველაზე გაყიდვადი ალბომია და ის ბენდში ახალი ვოკალისტის, ბრაიან ჯონსონის მისვლის შემდეგ ჩაიწერა. 

ალბომი Billboard 200-ის ჩარტში მე-4 ადგილამდე აღზევდა. Back In Black ჯგუფის პირველი ალბომია, რომელიც ამ ჩარტის პირველ ათეულში მოხვდა. 

ნახეთ AC/DC-ის კლიპი – Back in Black:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი ჯოელი ამბობს, რომ ახალი სინგლის წყალობით მუსიკაში კვლავ იპოვა „მხიარულება”

შემდეგი სტატია

2024 წლის გრემის მემორიალურ ნაწილში სტივი უანდერი, ფანტაზია ბარინო, ენი ლენოქსი და ჯონ ბატისტი იმღერებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი