ნიკ ქეივი ახალ სტუდიურ ალბომს უშვებს

„მალე დინამიკებში ახალი ალბომი გაჟღერდება და მე ამით აღფრთოვანებული ვარ.“ – წერს ნიკ ქეივი
ნიკ ქეივი ფოტო: იან ალენი
ნიკ ქეივი ფოტო: იან ალენი

ნიქ ქეივი წლის ბოლოს ახალ, რიგით მეთვრამეტე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა Wild God.

ალბომი 2019 წელს გამოცემული Ghosteen-ის ერთგვარი გაგრძელებაა და ის ნიქ ქეივის მწუხარებისა და სევდის გამოძახილია: მუსიკოსს 2015 წელს მოულოდნელად ვაჟი გარდაეცვალა.

ქეივის წინა ნამუშევარი ავსტრალიისა და ინგლისის ჩარტების საუკეთესო ათეულში მოხვდა და ბილბორდ 200-ში 108-ე ადგილი დაიკავა. 

ალბომი 30 აგვისტოს ნიკ ქეივის ლეიბლის, Bad Seed-ის მეშვეობითა და Play It Again Sam-ის ახალი ექსკლუზიური სალიცენზიო ხელშეკრულებით  გამოვა.

„ახალი ალბომი საოცრებაა. ჩემი აზრით ეს მისი ნამუშევრებიდან საუკეთესოა, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს და გლობალურ წარმატებას დაიმსახურებს“, – წერს კენი გეითსი, PIAS-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ARIA-ს დიდების დარბაზში შეყვანილი ნიქ ქეივის ჯგუფ  Bad Seeds-ის ამჟამინდელ შემადგენლობაში ასევე არიან თომას უაიდლერი, მარტინ კეისი, ჯიმ სკლავუნოსი, ჯორჯ ვიესტიკა  და ნიქ ქეივის დიდი ხნის მეგობარი და თანამშრომელი უორენ ელისი, რომელიც ქეივთან ერთად  ახალი ალბომის პროდიუსერიც გახლავთ.

ნიქ ქეივმა დევიდ ფრიდმენთან  ერთად ალბომზე 2023 წლის საახალწლო პერიოდში დაიწყო მუშაობა, რის შესახებაც საკუთარ ბლოგ The Red Hand Files-ზე გაავრცელა ინფორმაცია. „ამ წელს ჩემი გეგმა Bad Seeds-თან ერთად ახალი ჩანაწერების გაკეთებაა.“ – წერდა ნიკ ქეივი.

მომავალ LP-ში ათი სიმღერა შევა და ის საფრანგეთის Miraval-ისა და ინგლისის Soundtree-ის სტუდიებში,  Radiohead-ის ბასისტ კოლინ გრინვუდისა და გიტარისტ ლუის ალმაუს თანხლებით  ჩაიწერა.

კოლინ გრინვუდი ნიქ ქეივის ავსტრალიის სოლო ტურნეზეც წარდგება, რომელიც  25 აპრილს დაიწყება.

„იმედი მაქვს, ეს ალბომი ისევე მოახდენს გავლენას მსმენელზე, როგორც ჩემზე. ეს საკმაოდ რთული ჩანაწერია, ღრმა და ამავდროულად მხიარული. ჩანაწერზე მუშაობისას წინასწარი გეგმა არასდროს გვაქვს. ეს ჩანაწერი როგორც მწერლის, ასევე მუსიკოსის ემოციურ მდგომარეობას ასახავს.“ – ამბობს ნიკ ქეივი.

ნახეთ ახალი ალბომის Wild God-ის  სიმღერების სია:

1. Song of the Lake

2. Wild God

3. Frogs

4. Joy

5. Final Rescue Attempt

6. Conversion

7. Cinnamon Horses

8. Long Dark Night

9. O Wow O Wow (How Wonderful She Is)

10. As the Waters Cover the Sea

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრაიან ფერი თავისი კატალოგის წილს Iconic Artists Group-ს მიჰყიდის

შემდეგი სტატია

ჯონ რიჩმონდი ფოტო: ფილიპო მოსკატი

დიზაინერი ჯონ რიჩმონდი პანკური მოდისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ის პატი სმიტმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი