დიზაინერი ჯონ რიჩმონდი პანკური მოდისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ის პატი სმიტმა

მილანის მოდის კვირეულზე „ბილბორდ იტალია“ ინგლისელ დიზაინერ ჯონ რიჩმონდს ესაუბრა. რიჩმონდი მის შემოქმედებაში მუსიკის როლზე საუბრობს.
ჯონ რიჩმონდი ფოტო: ფილიპო მოსკატი
ჯონ რიჩმონდი ფოტო: ფილიპო მოსკატი

საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანელი მოდის დიზაინერი ჯონ რიჩმონდი თავის შემოქმედებას როკ-ენ-როლსა და პანკ მუსიკას უკავშირებს, თუმცა თავისი ნამუშევრებით ის ბრიტანული მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს, რომელმაც საერთო ჯამში დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო მოდის სამყაროზე.

ჯონ რიჩმონდმა ლონდონის კენსინგტონის უნივერსიტეტში მოდის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა და იტალიაში 80-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა. იგი თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Armani და Fiorucci. ინგლისური ინდივიდუალიზმი (როგორც ამას თავად რიჩმონდი ინტერვიუში საუბრისას ახსენებს), არის ალბათ იმის მთავარი მიზეზი, რომ 1987 წელს მან შექმნა თავისი საკუთარი ბრენდი, რომელიც მისივე სახელს ატარებს. 

რიჩმონდის სტილი საერთაშორისო მოდაზე დღესაც დიდ გავლენას ახდენს მისი ამჟამინდელი საკულტო ჯინსის მოდელის წყალობით და წარწერით RICH. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯონ რიჩმონდი მხოლოდ მოდა არ არის. არტისტები, რომელთაც მისი ტანისამოსი ეცვათ, იყვნენ მადონა, ჯორჯ მაიკლი, დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი, ენი ლენოქსი, აქსელ როუზი, ბრაიან ადამსი, მაიკლ ჯექსონი, ბრიტნი სპირსი, ლედი გაგა და სხვა მრავალი ცნობილი შემსრულებელი.

რომელი სიმღერა ასახავს ყველაზე მეტად თქვენს ახალგაზრდობას?

ყველა დროის ჩემი საყვარელი სიმღერად მაინც დევიდ ბოუის Life on Mars? რჩება.

ახალგაზრდობის ასაკიდან რა მუსიკალური მოგონებები გაქვთ

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ 70-იანი წლების დასაწყისში გაიზარდეთ, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ მუსიკალურად მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები გაქვთ. ჩვენ საცეკვაოდ დისკოთეკებზე დავდიოდით, სადაც სოული ყველაზე პოპულარული ჟანრი იყო. მუსიკა, ჩაცმულობა, გარეგნობა, სტილი, დამოკიდებულება – ეს ყველაფრის ერთობლიობა იყო. მას შემდეგ, ყველაფერი, რაც მაინტერესებს, მუსიკით არის განპირობებული. მე გავიზარდე მანჩესტერში, პოსტინდუსტრიულ და საკმაოდ დეპრესიულ ადგილას, თუმცა მთავარი რამ, რაც იმ პერიოდში გვქონდა, იყო საოცარი კლუბები და არაჩვეულებრივი მუსიკალური სცენა. პანკ მუსიკის შემდეგ ახალი ტალღა წამოვიდა. იყვნენ მუსიკოსები, ვისთვისაც სტილი, გარეგნობა და ჩაცმულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად დევიდ ბოუის სიმღერები ყველამ იცის, თუმცა ასევე ყველამ იცის მისი სტილი, ვარცხნილობა, აქსესუარები, გრიმი. ბოუი არ იყო მხოლოდ მომღერალი, ის სტილის ძლიერი გამომხატველიც იყო.

როგორც ორივე სფეროს საუკეთესო მცოდნემ, გვითახრით, როგორია მუსიკასა და მოდას შორის კავშირი?

შემიძლია ეს ერთი ფრაზით გითხრათ: „პანკი არის დამოუკიდებლობა და არა ტენდენცია“. პანკი ახლა ბევრად უფრო პოპულარულია როგორც მოდის სტილი ვიდრე მუსიკა. პანკ მუსიკა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ მოდაში ყოველთვის არის. ამ სფეროში მუშაობდნენ ადამიანები, რომელთათვისაც მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 80-იანი წლების ბოლოს შემოვიდა მუსიკალური ვიდეორგოლები, რომლებმაც აუდიტორიაზე ისეთი გავლენა მოახდინეს, როგორიც ახლა TikTok-ს აქვს. არ არსებობდა არტისტი, რომელიც მის სიმღერებზე მუსიკალურ კლიპს არ ქმნიდა, სადაც ტანსაცმელს, გრიმსა და ვარცხნილობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მე ვმუშაობდი ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან Depeche Mode, Eurythmics, ჯორჯ მაიკლი და სხვა. ახლა ვაცნობიერებ, რომ საკმაოდ გაგვიმართლა იმ მომენტში, როცა ასეთ ლეგენდებთან ვთანამშრომლობდით. ჩვენ საჭირო დროს საჭირო ადგილას ვიყავით. 

ერთი მუსიკოსის არჩევა რომ შეგეძლოთ, რომელიც საუკეთესოდ წარმოგაჩენდათ, ვის აირჩევდით?

ჩემთვის არ არსებობს ერთი კონკრეტული. მირჩევნია, სტილზე ვიფიქრო და ეს, რა თქმა უნდა, როკ-ენ-როლია, რომლითაც ჩემი ნამუშევრებია გაჟღენთილი. თუმცა, მე ყოველთვის მინდა, იმის მიხედვით განვვითარდე, რასაც მუსიკა გვთავაზობს. დღესდღეობით საკმაოდ ხშირად ვუსმენ ჰიპ-ჰოპს.

როდის უსმენთ მუსიკას?

ყოველთვის. ყოველთვის მუსიკის ფონზე ვმუშაობ. განსაკუთრებით მიყვარს BBC Radio 6-დან ჟილ პეტერსონი, რადგან ის ყოველთვის ეძებს ახალს. ხშირად ვუსმენდი პატი სმიტის ალბომს Horses, ბნელ ოთახში ვიწექი და საათობით შემეძლო მისი მოსმენა. დღეს მირჩევნია იმას ვუსმინო, რასაც რადიო და სხვადასხვა პლატფორმები გვთავაზობენ.

გარდა Life on Mars?-ისა, რომელ სიმღერებს არ წაშლით თქვენი ფლეილისტიდან

ალბათ ავირჩევდი Pink Floyd-ის ალბომს The Dark Side of the Moon. ასევე რამდენიმე კვირის წინ ჟილ პეტერსონის შოუში მოვისმინე საოცარი ბრაზილიური სიმღერა – სეუ ჟორჟის  Vento de Mayo. კიდევ ერთს დავამატებ – ბენდ Roxy Music-ის სადებიუტო ალბომს, რომელმაც მთელი ბრიტანული მუსიკა შეცვალა და ასევე Sex Pistols-ს, რომელმაც მსოფლიო მუსიკაზე მოახდინა გავლენა. 

სიმღერა რომ დაწეროთ, რა სტრიქონით დაიწყებოდა მისი ტექსტი?

პატი სმიტის სიმღერის, Gloria-ს პირველი ფრაზის ჩემეული ვერსიით დავიწყებდი: „იესო მოკვდა ვიღაცის ცოდვებისთვის, მაგრამ არა ჩემი.“ ამ სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ეს იყო მძლავრი და განმათავისუფლებელი ტექსტი, რომელმაც სხვისი ცოდვების ჩემ მხრებზე ტარების შეგრძნება ჩამომხსნა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ ქეივი ფოტო: იან ალენი

ნიკ ქეივი ახალ სტუდიურ ალბომს უშვებს

შემდეგი სტატია

ნუცი ნებიერიძე - Move On

ნუცი ნებიერიძის ახალი ვიდეო სიმღერაზე Move On

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი