„ბასისტების დედოფალი” – ნიკ უესტი Billboard Georgia Stage-ზე

კონცერტი „რესპუბლიკაში” გაიმართა.
ნიკ უესტი

8 მარტს Billboard Georgia Stage-ის მორიგი კონცერტი გაიმართა. „რესპუბლიკის” სცენაზე ამჯერად ბასისტების დედოფლად წოდებული ნიკ უესტი თავის ბენდთან  ერთად წარდგა. 

ეს არ არის მუსიკოსის პირველი ვიზიტი თბილისში. მას საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, როგორც საქმიანი, ასევე პირადი: მუსიკოსი ქართველ პროდიუსერზე, ნიკა კანდელაკზეა დაქორწინებული. მისალმებისას უესტი სცენაზე შვილთან ერთად გამოვიდა და გულშემატკივარს გააცნო: „ეს ჩემი ნახევრად ქართველი შვილია – ლენი კანდელაკი,” – აღნიშნა მან.

ნიკ უესტი ვაჟთან, ლენი კანდელაკთან ერთად

კონცერტზე ბენდმა როგორც საავტორო მუსიკა, ასევე ცნობილი კომპოზიციების ქავერ ვერსიები შეასრულა. ჟანრობრივად მრავალფეროვანი საღამო ნიკ უესტისთვის დამახასიათებელი მუხტითა და ენერგიულობით გამოირჩეოდა, რითაც მუსიკოსმა პირველივე ნოტიდან მოახერხა დარბაზის აყოლიება. 

ნიკ უესტი და მისი ბენდი
ნიკ უესტი

კონცერტის ბოლოს ნიკ უესტმა, ტრადიციულად, სცენაზე ბასზე დასაკრავად დარბაზიდან მსურველი აიყვანა. ამჯერად ეს თავადაც ბასისტი მარიამ კუბანსკი გახდა, რომელთან ერთადაც ბენდმა ტინა ტერნერის Proud Mary შეასრულა. 

ნიკ უესტი და მარიამ კუბანსკი

სხვადასხვა დროს Ნიკ უესტი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ქუინსი ჯონსი, „პრინცი”, მეისი გრეი, ჯონ მაიერი და სხვები. 2012 წლიდან უესტი თვით „პრინცის” ბასისტი იყო. „საოცარი სცენურობა… ის ისეთივე შთამაგონებელია ჩემთვის, როგორებიც როზი და შეილა იყვნენ,” – ამბობდა მასზე „პრინცი”. „მისი თაობის საკულტო ბასისტი,” – ასე მოიხსენია ის გამოცემამ Rolling Stone. ფრანგულმა Rolling Stone-მა კი ნიკ უესტს ბასისტების დედოფალი უწოდა.

ნახეთ ვიდეო ნიკ უესტის კონცერტიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რაიან გოსლინგი ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიაზე Dolby Theatre-ში, I'm Just Ken-ის სიმღერის შესრულების დროს. ფოტო" კევინ უინტერი.

2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე რაიან გოსლიგმა სიმღერა I’m Just Ken შეასრულა

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი