2024 წლის  Billboard Women in Music დაჯილდოება – ნომინანტები, სიურპრიზები და გულშემატკივრები

გულშემატკივრებმა პლატფორმა Marriott Bonvoy Moments-ის მეშვეობით ღონისძიებაზე ექსკლუზიური წვდომა მიიღეს
Billboard Women In Music 2024 - Youtube-ის თეატრი, 2024 წლის 6 მარტი, ფოტო: რიჩ პოლკი
Billboard Women In Music 2024 – Youtube-ის თეატრი, 2024 წლის 6 მარტი, ფოტო: რიჩ პოლკი

2024 წლის Billboard Women in Music-ის დაჯილდოება,  რომელიც Marriott Bonvoy-ის მიერ არის წარდგენილი, ლოს-ანჯელესის YouTube თეატრში შედგა. 

6 მარტს გამართულ ღონისძიებაზე მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ქალები დაჯილდოვდნენ. საღამოს ტრეისი ელის როსი უძღვებოდა და ჯილდოები მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ქალ მუსიკოსებს გადაეცათ. წლის ქალის ტიტულის მფლობელი კეროლ ჯი გახდა, აის სპაისს ჰიტების შემქმნელის პრიზი (Hitmaker) გადაეცა, კაილი მინოუგი კი წლის საკულტო სახედ დაასახელეს.

დაჯილდოებაზე იღბლიანმა გულშემატკივრებმა VIP,  Marriott Bonvoy Moments-ის პლატფორმის მეშვეობით ექსკლუზიური შეთავაზება მიიღეს. ღონისძიებაზე გულშემატკივრები წითელი ხალიჩის პირველ რიგში იმყოფებოდნენ და შოუს განმავლობაში   შესაძლებლობა ჰქონდათ ღონისძიებისთვის კლუბის სივრცეში დამსხდარიყვნენ.

2024 წლის Billboard Women in Music-ის დაჯილდოება Marriott Bonvoy-მ წარადგინა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროების ბრენდია და  მსოფლიოში 10,000-ზე მეტ მიმართულებას გვთავაზობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარინა სოლომონია

მარინა სოლომონია – სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი

შემდეგი სტატია

Elga - Le temps des fleurs

პირველი ქართველი მუსიკოსი ელგა ფორჩხიძე, რომელიც საფრანგეთის The Voice-ში წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი
ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.

ფილ კოლინზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა: „ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ“

14 ნოემბერს ფილ კოლინზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო არტისტის სტატუსით წარადგინეს. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას კი მუსიკოსმა აღნიშნა, რომ…
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი