ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს წინანდალსა და თბილისში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს

დენიელ ჰარდინგი მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირიჟორია.

მაისში საქართველო ისტორიულ ევროპაკონცერტს მასპინძლობს. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ქართველი მსმენელისთვის 1-ელ მაისს წინანდლის მამულში, ხოლო 2 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაუკრავს. 

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 1882 წელს, სწორედ პირველ მაისს დაარსდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ორკესტრადაა აღიარებული. მისი საპატიო დირიჟორი დანიელ ბარემბოიმია, რომელიც ორკესტრთან ერთად საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი მონაწილეობა საქართველოსა და გერმანიაში დაგეგმილ კონცერტებში გაუქმდა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული ვარ, გავაუქმო ჩემი მონაწილეობა წინანდლისა და თბილისის, ასევე ლიზა ბათიაშვილთან ერთად ბერლინში დაგეგმილ კონცერტებში. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები შესანიშნავად გაართმევენ თავს ამ ღონისძიებებს. მე კი საშუალება მომეცემა, რომ არაჩვეულებრივ ქართველ მაყურებელს სხვა დროს შევხვდე,” – აღნიშნა დირიჟორმა. 

დანიელ ბარემბოიმს წინანდალსა და თბილისში დაგეგმილ კონცერტებზე ცნობილი ინგლისელი დირიჟორი დენიელ ჰარდინგი შეცვლის. ჰარდინგისა და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის თანამშრომლობა 1996 წელს დაიწყო, როცა მან პირველად უდირიჟორა ორკესტრს. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი მსოფლიოში კლასიკური მუსიკის ყველაზე დიდ ფესტივალზე BBC Proms და ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დირიჟორი გახდა. დენიელ ჰარდინგი მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირიჟორია. ამჟამად ის შვედეთის რადიოს სიმფონიური ორკესტრს ხელმძღვანელობს.

თუმცა ორკესტრთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, რაც ჰარდინგი საჰაერო ეკიპაჟსაც ხელმძღვანელობს. ის Air France-ის სერტიფიცირებული პილოტია, რაც, მისი თქმით, დირიჟორობის ახალ პერსპექტივას უხსნის: „ერთი, რაც შემიძლია ჩემი ორმაგი ცხოვრების შესახებ ვთქვა, ის არის, რომ რისკი კონცერტებზე გამართლებულია, რადგან იქ ამის გაკეთება უსაფრთხოა,” – აღნიშნავს ჰარდინგი – მსოფლიოში ერთადერთი დირიჟორი პილოტის ლიცენზიით.

ჰარდინგს უდირიჟორია მსოფლიოს წამყვანი ორკესტრებისთვის ისეთ სცენებზე, როგორებიცაა მილანის ლა სკალა, ვენის თეატრი, ვენის ოპერის თეატრი, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი და სხვები. საქართველოში გამართული კონცერტები კი მისი დირიჟორობით გამართული რიგით მეორე ევროპაკონცერტი იქნება  2019 წლის შემდეგ. ბერლინის ფილარმონიის ფონდი მადლობას უხდის ჰარდინგს, რომელმაც ყველა კონცერტის გადაბარება შეძლო.

საკონცერტო პროგრამა უცვლელი რჩება:

1-ელი მაისი, 13:00
წინანდლის ამფითეატრი:

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
დენიელ ჰარდინგი – დირიჟორი
ლიზა ბათიაშვილი –  ვიოლინო

ფრანც შუბერტი, „ჯადოსნური არფა” D 644: უვერტიურა
იოჰანეს ბრამსი, კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის რე მაჟორი თხზ. 77
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, სიმფონია N5 სი მინორი თხზ. 67

2 მაისი, 20:00
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი:

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
დენიელ ჰარდინგი – დირიჟორი
ლიზა ბათიაშვილი – ვიოლინოფრანც შუბერტი, „ჯადოსნური არფა” D 644: უვერტიურა
იოჰანეს ბრამსი, კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის რე მაჟორი თხზ. 77
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, სიმფონია N5 სი მინორი თხზ. 67

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-ის მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, ჰოზიერი მსმენელებს მადლობას უხდის

შემდეგი სტატია

არიელ დევისის ილუსტრაცია

„ხელოვნური ინტელექტი და მუსიკალური ინდუსტრია. მუზების შერკინება”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი