Starring Georgia-ს ფარგლებში Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

პირველად საქართველოში მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს ჯგუფის ისეთი კომპოზიციების განახლებულ ვერსიებს, როგორიც არის Teardrop, Unfinished Sympathy და Paradise Circus.

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Massive Attack კონცერტს გამართავს. პირველად საქართველოში მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს ჯგუფის ისეთი კომპოზიციების განახლებულ ვერსიებს, როგორიც არის  Teardrop, Unfinished Sympathy და Paradise Circus. Massive Attack-ის კონცერტებს ხშირად აუდიო-ვიზუალური თეატრალური პერფორმანსების სახე აქვს, რამდენადაც ბენდი ყოველთვის ცდილობს, შემოქმედება რეალური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს დაუკავშიროს.  

Massive Attack ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბის და სხვა მუსიკალური ჟანრების სინთეზის უნარით. მათი შემოქმედება მუსიკაში ყოველგვარ საზღვრებს არღვევს. სწორედ ამიტომ, ბრისტოლში დაფუძნებულმა ბენდმა ინოვაციური მუსიკით მთელს მსოფლიოში მიმდევრები მალევე მოიპოვა. Massive Attack-ს ერთგული გულშემატკივრების დიდი არმია მსოფლიო მასშტაბით ჰყავს, მათ შორის საქართველოში. 

ბილეთების გაყიდვა 25 აპრილს, TKT.ge-ზე იწყება. კარი 18:00-ზე გაიღება, ხოლო კონცერტი 21:00-ზე დაიწყება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკოლოზ წერედიანი

ნიკოლოზ წერედიანი და მისი მუსიკალური ინსტრუმენტებით გატაცება

შემდეგი სტატია

Club Iveria ლეგენდარულ ბენდ INCOGNITO-ს კონცერტს წარმოგიდგენთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი