ანდრეა ბოჩელი მუსიკალური კარიერის 30 წლის იუბილეს სამდღიანი კონცერტით აღნიშნავს

ღონისძიება 15, 17, და 19 ივლისს მომღერლის მშობლიურ ტოსკანაში, თეატრ Teatro del Silenzio-ში გაიმართება
ანდრეა ბოჩელი ფოტო ლუკა როზეტი
ანდრეა ბოჩელი ფოტო ლუკა როზეტი

ანდრეა ბოჩელი თავისი ტკბილი ხმით თაყვანისმცემლებს უკვე მესამე ათწლეულია ანებივრებს და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 65 წლის ტენორი იტალიაში, მშობლიურ ქალაქ ლაიატიკოში, სამდღიან კონცერტს გამართავს.

ღონისძიება 15, 17 და 19 ივლისს გაიმართება თეატრში სახელწოდებით Teatro del Silenzio. კონცერტში ბოჩელის სუპერვარსკვლავი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის არიან: ედ შირანი, შენაია ტვეინი, ჯონ ბატისტი, რასელ ქროუ, სოფია ვერგარა, დევიდ ფოსტერი, კრისტიან ნოდალი, სოფია კარსონი, ლაურა პაუზინი, ტიზიანო ფერო, ძუკერო, ჯორჯია, მატეო ბოჩელი და ვირჯინია ბოჩელი, ასევე კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ლანგ ლანგი, აიდა გარიფულინა, ბრინ ტერფელი, ნადინ სიერა და სხვა.

„ბავშვობაში ჩემს მომავალზე სწორედ ამ ბორცვებზე, ჯადოსნურ სიჩუმეში ვოცნებობდი და ცხოვრებამ ეს ოცნება ამიხდინა. დღეს, 30 წლის შემდეგ, ჩემი მუსიკალური კარიერა და ცხოვრება სწორედ აქ წარმომიდგენია, სწორედ აქ, ამ სილამაზეში, Teatro del Silenzio-ში მინდა აღვნიშნო ეს თარიღი, სადაც საოცარი ხელოვანებითა და მეგობრებით ვიქნები გარშემორტყმული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაუვიწყარი კონცერტით ჩემი ბავშვობის ოცნებების ასრულებას უწყობს ხელს.“ – თქვა ანდრეა ბოჩელმა პრესასთან განცხადებაში.

გარდა ამისა Mercury სტუდია,  Maverick და კომპანიები Impact Productions და CITYSOUND&Events ანდრეა ბოჩელის მუსიკალური კარიერის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკონცერტო ფილმზე მუშაობენ, რომლის რეჟისორიც სიმ რენჩი იქნება. „შეუძლებელია ამაზე უფრო კინემატოგრაფიული ფილმი გადაიღო. აქ ანდრეა ბოჩელი ტოსკანური ლანდშაფტის ფონზე იქნება წარმოჩენილი. უბედნიერესი ვარ, რომ ამ უნიკალური კონცერტის ფილმად გარდაქმნის შესაძლებლობა მომეცა, სადაც ანდრეა ბოჩელის უნიკალური ხმა, მსოფლიო დონის ვარსკვლავები და სპეციალურად მოწვეული სტუმრებიც იქნებიან.“ – თქვა ფილმის რეჟისორმა სიმ რენჩმა. 

იტალიელი ტენორისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის, ანდრეა ბოჩელის საიუბილეო კონცერტის ბილეთების შეძენა მუსიკოსის ოფიციალურ ვებ- გვერდზეა შესაძლებელი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელინ დიონმა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და თავის განწყობაზე საჯაროდ ისაუბრა

შემდეგი სტატია

will kolak - KHMAS ft. saba [skazz]

will kolak -ის და Skazz-ის ვოკალისტ საბა ვაშაყმაძის კოლაბორაცია, სიმღერით KHMAS

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის მონაწილე გახდა

ქულების გამოცხადებისას პირველი ადგილისათვის ორი ქვეყანა - შვეიცარია და ხორვატია იბრძოდნენ, თუმცა ჟიურის და მაყურებლის ხმებმა შვეიცარიის გამარჯვება განსაზღვრა.
მეტი