თბილისის 27-ე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა

22 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გრემის მფლობელი მუსიკოსი, ბილ ფრიზელი და მისი ტრიო წარდგა.
Herak/Bulatkin. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

22-24 მაისს თბილისში მრავალწლიანი ისტორიის მატარებელი მუსიკალური ღონისძიება – თბილისის ჯაზ-ფესტივალი იმართება. 22 მაისს ფესტივალი რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიხსნა. კონცერტზე დაუკრა ჯგუფმა Herak/Bulatkin, საღამო კი სახელგანთქმული ბილ ფრიზელის ტრიომ დახურა.
„ბილბორდ საქართველო” ესაუბრა „ისტერნ პრომოუშენის“ თანადამფუძნებელს, გიორგი კერესელიძეს, რომელმაც ფესტივალის განვლილ გზაზე და წლევანდელ პროგრამაზე ისაუბრა.


გიორგი კერესელიძე:


„წელს ფესტივალი უკვე 27-ედ ტარდება და ამ დროის განმავლობაში პროექტმა საკუთარი მნიშვნელობა კარგად აჩვენა. როგორც იცით, ჩვენ მსმენელს ოთხივე სეზონზე ვთავაზობთ ჯაზ-ფესტივალებს სხვადასხვა კონცეფციებით. თბილისის ჯაზ-ფესტივალმა დღემდე უამრავი საკულტო მუსიკოსი გააერთიანა. ყოველთვის ვცდილობთ საფესტივალო დღეები მრავალფეროვანი იყოს და წლევანდელი პროგრამაც სწორედ ასეთია. აუდიტორია შეძლებს მოუსმინოს განსხვავებული ჟღერადობის მუსიკას და კიდევ ერთხელ ისიამოვნოს ჯაზის მრავალფეროვნებით.”

გიორგი კერესელიძე. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე


უკვე მრავალი წელია, თბილისის ჯაზ-ფესტივალს აქტიურად უჭერენ მხარს საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდა – სწორედ ჩეხეთის საელჩომ და ჩეხეთის კულტურის ცენტრმა წარადგინა ახალგაზრდა მუსიკოსებისაგან შემდგარი კვარტეტი – Herak/Bulatkin. ჯგუფი მსმენელის წინაშე წარდგა პროექტით – Elysium. კვარტეტის შემოქმედებაში ცენტრალურ-აღმოსავლური ევროპის ფოლკლორული მუსიკის გავლენა იგრძნობა, რაც Herak/Bulatkin-ის მუსიკას დამახასიათებელ ჟღერადობას სძენს. ქართველი მსმენელისათვის განსაკუთრებული მოსასმენი იყო სცენაზე გაჟღერებული რევაზ ლაღიძის ცნობილი კომპოზიცია „თბილისო” , რომელიც კვარტეტმა თავისებური ინტერპრეტაციით შეასრულა. როგორც Herak/Bulatkin-ის პიანისტმა აღნიშნა, ჯგუფი მოსმენისთანავე იმდენად მოიხიბლა ამ ნაწარმოებით, რომ გადაწყვიტეს კონცერტზე შეესრულებინათ.

Herak/Bulatkin. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე


ჯაზის მოყვარულებისათვის ფესტივალისაგან განსაკუთრებული საჩუქარი იყო რუსთაველის სცენაზე ბილ ფრიზელის ტრიოს მოსმენა. ბილ ფრიზელი გრემის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც ჯაზის სცენაზე 80-იანი წლებიდან გამოჩნდა. დღესდღეობით ის ჯაზის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გიტარისტად მიიჩნევა.

რაც შეეხება თბილისის ჯაზ-ფესტივალის სრულ პროგრამას, 23 მაისს სცენაზე წარდგება ვარსკვლავური შემადგენლობის ტრიო, რომელიც ჯონ პატიტუჩის, დეივ ვექლის და ჯოი კალდერაცოს აერთიანებს. „თბილისის ჯაზ-ფესტივალის სცენაზე ამ დრომდე ყველა სახელგანთქმული ბასისტი წარდგა, გამონაკლისი ჯონ პატიტუჩი იყო, რომელიც წელს თბილისს პირველად ეწვევა,”- აღნიშნავს გიორგი კერესელიძე.


24 მაისს ფესტივალს გრემის ნომინანტი, სთეისი კენტი დახურავს. ის სცენაზე საქსოფონისტ, კომპოზიტორ ჯიმ ტომლინსონთან და პიანისტ არტ ჰირაჰარასთან ერთად წარდგება.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნელი ფურტადოს პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელმაც Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა 

შემდეგი სტატია

სოხუმის თეატრის სცენაზე ფესტივალი Into the Open გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი