საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბ Nublu-ში ხონძი და მისი მეგობრები კონცერტს გამართავენ

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში ქართველი მუსიკოსებისა და მათი მეგობრების კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე საქსოფონისტის და კომპოზიტორის, ხონძის საავტორო კომპოზიციები შესრულდება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე წარდგებიან:  ხონძი – საქსოფონი, პაპუნა შარიქაძე – კლავიში, პანაიოტის ანდრეუ – ბასი,  ოფრი ნეჰემია – დრამი და სპეციალურად მოწვეული სტუმარი ელიბო იმერლიშვილი – პერკუსია.

ჯაზ-კლუბ Nublu-ში საქსოფონისტის და კომპოზიტორის, ხონძის არაერთი კონცერტი გამართულა, ბოლოს კი მუსიკოსი აუდიტორიის წინაშე ამავე სივრცეში Winter JazzFest-ის ფარგლებში წარდგა. 
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა აქ შეგიძლიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ არტისტის, AKON-ის კონცერტი თბილისში

შემდეგი სტატია

ქართული მუსიკალური სივრცეები, ფესტივალები და კოლექტივები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი